სიმეონ ელერტონი – “საოცარი მეთოდით აგებული კოტეჯი”

სიმეონ ელერტონი (1702-1799 წლები) – წარმოადგენდა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დარემში მაცხოვრებელ იმ ექსცენტრიულ ადამიანს,რომელიც განსაკუთრებული ფანატიზმით იყო გამორჩეული საკუთარი ჯანმრთელობის გაკაჟებისა და სხეულის სპორტული ფორმის შენარჩუნებისადმი. (ავტორი გენია.ჯი) მას ყველაზე მეტად იტაცებდა ფეხით დიდ დისტანციებზე სიარული,რასაც ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გართობის უმთავრეს ფორმად მიიჩნევდა.ადგილობრივი ხელისუფლება სიმეონის ასეთი უჩვეულო თვისების შესახებ ინფორმირებული იყო და მას ასე ვთქვათ “ფოსტალიონის” ფუნქციაც კი შეუთავსეს,რადგან ყოველი შორ დისტანციაზე წასვლის დროს სხვადასხვა ქალაქებში ატანდნენ წერილებსა და ამანათებს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ელერტონი ხელცარიელი არც უკან ბრუნდებოდა.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ყოველი სახლში დაბრუნების დროს,მას სხვადასხვა რეგიონებიდან ქვები ჩამოჰქონდა.მალევე მას იდეა დაებადა: ჩამოეტანა იმდენი ქვა,რამდენიც მისი სახლის აგებისათვის იქნებოდა საჭირო, და კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუდგა აღნიშნული მიზნის ასრულებას.თუკი ადრე ელერტონს,სულ რამდენიმე ქვა ჩამოჰქონდა,ახლა უკვე ტომრებით დაიწყო ქვების წამოღება.როდესაც გაოცებული მეზობლები ეკითხებოდნენ რატომ ჩამოჰქონდა თავზე შემოდებული ტომრებით ქვები,ელერტონი მოკლე და მეტად უცნაურ პასუხს აძლევდა: “ქვით სავსე ტომრები ჩემს ქუდს იკავებენ!” სიმეონის გრანდიოზული იდეა,უფასო სამშენებლო მასალით აეგო სახლი,დროთა განმავლობაში წარმატებულად დაგვირგვინდა: ექსცენტრიულმა ელერტონმა შესანიშნავი კოტეჟი წამოჭიმა და ბევრად გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.ეს ინფორმაცია მალე მთელ ბრიტანეთს მოედო და იგი ერთობ პოპულაქრულ პიროვნებადაც იქცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ უცნაურ ადამიანს,ქვით სავსე ტომრით თავზე სიარული ჩვეულებად გადაექცა და ხშირად ასეც დაიარებოდა.ფაქტია ისიც,რომ შესაშური ფიზიკური აღნაგობის მქონე სიმეონ ელერტონმა თითქმის ასი წელიწადი იცოცხლა ისე,რომ არც ერთხელ არ დასჭირვებია ექიმების მომსახურება. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. სიმეონ ელერტონის მიერ უცნაური მეთოდით აგებული სახლი,რომელიც ზემოთ განთავსებულ სურათზეა გამოსახული,დღემდე დგას ინგლისურ ქალაქ დარემში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>