ცნობილი ქალბატონების მოსაზრებები…
„თუ გაინტერესებთ, რას ამბობენ მეგობრები თქვენზე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას ,თუ რას ამბობენ ისინი თქვენზე გაცილებით კარგ ადამიანებზე”. – მარია ებნერ-ეშენბახი (ავსტრიელი მწერალი ქალი)
* * *
„მაშ, რისთვის ვცოცხლობთ ამ ქვეყანაზე, თუკი არ ვცდილობთ ერთმანეთის ცხოვრება შევამსუბუქოთ?” – ჯორჯ ელიოტი (მერი ენ ევანსი – ინგლისელი მწერალი ქალი)
* * *
„უბედური შეიძლება გაგხადოს მან, ვისაც შენი გაბედნიერება ძალუძს”. – სილვია ჩიზი (ბელგიელი ჟურნალისტი ქალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაჭირვების დროს კარგი მანერების შენარჩუნება ძალიან რთულია”. – ლილიან ჰელმანი (ამერიკელი დრამატურგი ქალი)
* * *
„ნაჩუქარი ბრილიანტი უფრო კაშკაშად ბრწყინავს, ვიდრე ის, რომელიც თავად შევიძინე”. – მეი უესტი (ამერიკელი მწერალი ქალი)
* * *
„არ არსებობენ მტკიცე ნებისყოფის ქალები, თუმცა არსებობენ უნიათო მამაკაცები”. – რეკუელ უელჩი (ამერიკელი კინომსახიობი ქალი)
* * *
„ბედნიერება – მსხვრევადი საქონელია. ამიტომ მას ფრთხილად უნდა მოვეპყრათ”. – ედიტ უორტონი (ამერიკელი მწერალი ქალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გრძელი სიტყვები – ინტელექტისათვის დამახასიათებელი თვისებაა”. – ბარბარა უოლტერსი (ამერიკელი ტელეჟურნალისტი ქალი)
* * *
„საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ დაკარგული ნივთი, გახლავთ ის, რომ შეიძინოთ ზუსტად ისეთივე”. – ენ ლანდერსი (ამერიკელი ლიტერატორი და მედიკოსი ქალი)