“პრაღის გაზაფხულის” ისტორიიდან…
ცენტრალურ ევროპაში მდებარე ყოფილ ქვეყანაში – ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში (რომელიც 1993 წელს ყოველგვარი ექსესების გარეშე მშვიდობიანად გაიყო ორ რესპუბლიკად – ჩეხეთად და სლოვაკეთად), 1968 წელს განვითრებული “პრაღის გაზაფხულად” წოდებული მოვლენებისას (რომელსაც ისტორიკოსებმა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკური და კულტურული ლიბერალიზაცია უწოდეს),საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ჩეხი პატრიოტებისა და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ,რომლებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის ხელმძღვანელის – ალექსანდრე დუბჩეკის რეფორმების კურსს,გადაისროლა არა მარტო “წითელი იმპერიის” შეიარაღებული ძალები,არამედ “ვარშავის პაქტის” ხელმომწერი ქვეყნების სამხედრო ძალებიც.ფაქტობრივად,საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიის სრული ოკუპაცია მოახდინა და ამაში მონაწილეობა მიაღებინა ისეთ ქვეყნებს,როგორებიცაა – ბულგარეთი,პოლონეთი,უნგრეთი,გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ალბანეთი.ერთადერთი სახელმწიფო,რომელიც “ვარშავის პაქტის” ხელმომწერი ქვეყანა იყო და აღნიშნულ ოკუპაციაში მონაწილეობა არ მიუღია – რუმინეთი იყო.აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო,რომ თვითმხილველთა გადმოცემების თანახმად,პირველი “წესრიგი” პრაღაში აღმოსავლეთ გერმანელმა სამხედროებმა დაამყარეს.იმავე წყაროებზე დაყრდნობით,ჩეხ მოსახლეობას ყველაზე აგრესიულად სწორედ გერმანელები ექცეოდნენ,რომლებიც მზად იყვნენ იმისათვისაც კი,რომ საჭიროების შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობისათვის,მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვისაც გაეხსნათ ცეცხლი. (ავტორი გენია.ჯი)