ჯარჯი ფხოველი – “თავის შემზარავ ჩვევას არ იშლის…”

ჩაქრა ცხოვრება,როგორც საკირე,

თითქოს ცხადიდან შეხველ არილში…

დროის სიმუხთლე ისევ გაკვირვებს:

თავის შემზარავ ჩვევას არ იშლის.

* * *

გზარავს სიცოცხლე,ღალატიანი,

და მოლოდინი გზარავს ქარიშხლის…

ყოფნა-არყოფნის ჯარა ტრიალებს:

თავის შემზარავ ჩვევას არ იშლის!

კომენტარის დატოვება