გენიოსები “ღვთისა და რელიგიის” შესახებ…
“პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას,არსებას არსებათა,მიზეზს მიზეზთა,წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსა,უფალსა და შემოქმედს ყოველისას! ამგვარად,სამართლიანია გვწამდეს,რომ არსებობს ღმერთი: დიდი,მარადიული და დაუსაბამო,რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე,რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი.უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან,თუმცაღა აღავსებს მათ ნათლით.ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას,მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი დიდებულება”. – კარლ ლინეი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა,ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია.ამავე დროს,ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც”. – თედორე დოსტოევსკი
* * *
“ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარომიაში,ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში),მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა დაარქვას”. – იოჰან მედლერი
* * *
“არსებობს წიგნი,რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია,ახსნილია,ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია,შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან,რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.ეს წიგნი სახარებაა… მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია,რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი,მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით,თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას”. – ალექსანდრე პუშკინი
* * *
“მე,ქრისტიანი ვარ,ანუ მწამს,რომ ქრისტე არის ღმერთი,ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს,ისააკ ნიუტონს,ფერმას,ლაიბნიცს,პასკალს,გრიმალდის,ეილერსა და სხვებს,როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს,ფიზიკოსს და მათემატიკოსს… ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს,რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს),პირიქით,ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება,რომ არ მცოდნოდა,რა მელის მომავალში,ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს,ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული,ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა),ხან მეორეს…” – ოგიუსტენ ლუი კოში (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქვეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა,რომ არსებობს პიროვნული ღმერთი,შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი.მეცნიერება კი აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე…” – ჟან ლუი რუდოლფ აგასისი
* * *
“ბუნებაში შეგვიძლია განვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე”. – ანდრე მარი ამპერი