უწმიდესი და უნეტარესი ილია II – “რა არის ქართველებისთვის – სამშობლო?!”
“სამშობლო,პირველ ყოვლისა,გულისხმობს სიყვარულს.სიყვარული კი უპირატესი მცნებაა,რადგან “ღმერთი სიყვარულია”.ამდენად,რაც მისგან მომდინარეობს ღვთიურია,კურთხეულია,მაცხოვნებელია.იქნებ ვცდები,მაგრამ მგონია,რომ ქართველი ხალხი ყველაზე უკეთ ჩასწვდა სახარების არსს – სიყვარულის უზენაესობას.ალბათ,ამიტომაც შედუღაბდა ასე ქართველის ცნობიერებაში სჯული და მამული.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთი ინგლისელი ექიმი ჩამოვიდა ურთულესი ოპერაციის ჩასატარებლად.წასვლის წინ ჰკითხეს,საქართველოზე რას იტყვითო.მან მიუგო: “მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ,მაგრამ ასეთი ხალხი არსად შემხვედრია.თქვენ – ქართველები – ყველაფერს გულით აკეთებთო”.რომ დავფიქრდი,მართლაც ასეა.მაშ,გამოდის,რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა სიყვარული ყოფილა,რადგან გული სიყვარულის საბრძანისია.აქედან გამომდინარე,ქართველებისათვის სამშობლოს სიყვარული ღვთიური მცნების აღსრულებაა,უფლის დიდებაა,მისი მსახურებაა.
ამქვეყნიური სამშობლო ზეციური სამშობლოს ერთგვარი ხატია,ამდენად,ქართველებისათვის სამშობლოსათვის თავის შეწირვა მიწიდან ზეცად ამაღლებაა,უფრო დიდ,მარადიულ სამშობლოში გადასახლებაა.
სამშობლო – ერთად ყოფნის ბედნიერებაა,მოყვასის ტკივილსა და სიხარულში თანამონაწილეობაა,სტუმრის ღვთის კაცად ჩათვლაა,მიმტევებლობაა”. (ავტორი გენია.ჯი)