“საწოლში მშვიდობისათვის”
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ვიზიტისას (1969 წლის მარტის თვეში),ლეგენდარული ლივერპულული როკ-ჯგუფის – “ბითლზის” განუმეორებელმა ვოკალისტმა,მუსიკოსმა და კომპოზიტორმა – ჯონ უინსტონ ოკო ლენონმა და მისმა იაპონელმა მეუღლემ – იოკო ონო ლენონმა,გადაწყვიტეს მეტად ორიგინალური მეთოდით ჩაეტარებინათ ომის საწინააღმდეგო აქცია.აღნიშნული აქციის ფარგლებში,რეპორტიორებითა და ჟურნალისტებით გარშემორტყმული ლენონების წყვილი სასტუმრო “Hilton”-ის ლუქს-ნომერში განთავსებული საწოლიდან ერთი კვირის მანძილზე ფაქტიურად არ წამომდგარან.მათ მიერ ჩატარებულ ომის საწინააღმდეგო აქციას კი,სახელწოდებად – “საწოლში მშვიდობისათვის” (Bed-In For Peace) უწოდეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ მოვლენიდან 40 წლის შემდეგ (2009 წელს),ლენონის ქვრივმა იოკო ონომ,მისი მეუღლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ანალოგიური აქციის ჩატარებისაკენ მოუწოდა,რასაც უამრავი მელომანი შეუერთდა კიდეც”. (ავტორი გენია.ჯი)