ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე – “ღმერთი მოკვდა!”
“ღმერთი მოკვდა!” – წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ათეისტურ გამონათქვამს,რომლის ავტორიც გახლავთ თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების დიდი გერმანელი ფუძემდებელი,კლასიკური ფილოლოგი და პოეტი – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (1844-1900 წლები).შვეიცარიაში მდებარე ზილს-იმ-ენდაგინში ყოფნის პერიოდში,თავისი ათეისტური ხედვებით გამორჩეულ გერმანელ ფილოსოფოსს,ბარუხ სპინოზას ნაშრომების გაცნობის შემდეგ იდეაში მოუვიდა დაეწერა წიგნი, (ავტორი გენია.ჯი) სადაც სხვა რიგ საკითხებთან ერთად განხილული იქნებოდა ბოროტების არსი (პირველი წიგნი),ხელოვნების კავშირი ბუნებასთან (მეორე წიგნი),სამყაროს წყობა ლოგიკის კანონების მიხედვით (მესამე წიგნი) და სხვა. 1881-1882 წლებში,ფრიდრიხ ნიცშემ იტალიის ქალაქ გენუაში თავის იდეას ხორცი შეასხა და ხუთ წიგნად დაწერა ფილოსოფიური ჟანრის მქონე ნაშრომი – “მხიარული მეცნიერება”,რომლის მესამე წიგნშიც გამოიყენა თავისი საშინელი ათეისტური გამონათქვამი და პოსტმოდერნისტული ფილოსოფიური მეტაფორა – “ღმერთი მოკვდა!”.
ფრიდრიხ ნიცშეს იდეა არა მარტო ბარუხ სპინოზას ქმნილებებმა შთააგონეს,არამედ თანამედროვე ევროპელ ფილოსოფოსებში ღმერთის შესახებ გამართულმა დისკუსიებმაც,რომელსაც “თეოდეცია” ეწოდება (ერთობლიობა რელიგიურ-ფილოსოფიური დოქტრინისა,სადაც ღმერთი მიუხედავად სამყაროში არსებული ბოროტებებისა,კეთილშობილ ღვთაებად არის განხილული,ხოლო მისი ქმედებები კი გამართლებული).”მხიარული მეცნიერების” მესამე წიგნში ნიცშე წერდა: ერთი შეშლილი ადამიანი ფანრით ხელში ბაზარში დარბოდა და გაიძახოდა: “მე,ღმერთს ვეძებ! მე,ღმერთს ვეძებ!” მალევე შეშლილი მამაკაცის ირგვლივ უამრავი ადამიანი შეიკრიბა,რომლებიც მას დასცინოდნენ.მან უცაბედად შეკრებილი ხალხის წრე გაარღვია და შემაღლებული ადგილიდან ხმამაღლა დასჭექა: “სად არის ღმერთი? მე მინდა გითხრათ,რომ ღმერთი მოკვდა! ღმერთი ვერ აღდგება! ჩვენ ის მოვკალით – თქვენ და მე! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ! როგორ უნდა ვინუგეშოთ კაცობრიობამ თავი მაშინ,როდესაც ყველა მკვლელზე მკვლელები ვართ! ყველაზე წმინდა და ყოვლისშემძლე არსება,როგორსაც დედამიწაზე უცხოვრია,ჩვენი დანების ქვეშ სისხლისაგან დაიცალა – ვინ ჩამოგვრეცხავს ჩვენ ამ წმინდა სისხლს? რომელი წმინდა წყლით შევძლებთ განბანას?” – იქვე ფრიდრიხ ნიცშე ამატებს: “ღმერთი მკვდარია: თუმცა ადამიანების ბუნება ისეთია,რომ კიდევ ათასობით წლის განმავლობაში იარსებებს გამოქვაბულები,სადაც ისინი ღმერთის აჩრდილს დაინახავენ. – და ჩვენ – ვალდებული ვიქნებით მისი აჩრდილიც კი დავამარცხოთ”.
ნიცშეს შეხედულებებს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა,თუმცა ფილოსოფოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით ფრიდრიხი ათეისტი არ იყო,რადგან მას სურდა ღმერთის სიკვდილში ეგულისხმა იმ პერიოდის სამყაროში არსებული კაცობრიობის ის ზნეობრივი კრიზისი,რამაც რწმენისა და მორალური პრინციპების აბსოლუტური დაკარგვა და დეგრადაცია გამოიწვია.გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი – მარტინ ჰაიდეგერი (1889-1976 წლები),ნიცშეს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას ღმერთის სიკვდილის შესახებ,მეტაფიზიკისა და ზოგადად ფილოსოფიის დაცემის პერიოდად განიხილავდა.ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს ბიოგრაფიიდან,მეტად საგულისხმოა ის ფაქტი,რომ იმ ადამიანმა,რომელმაც კაცობრიობას ღმერთის სიკვდილი აუწყა,სიკვდილის წინ,იმავე ღმერთის წინაშე მუხლებზე დაცემულმა წარმოსთქვა: “მაინც მაჯობე ნაზარეველო!” (ავტორი გენია.ჯი)