ალექსანდრეს “ორიგინალური პასუხი” დარიოსს…
მას შემდეგ,რაც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა – ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ-ით 334 წელს ჰელესპონტის სრუტე (თანამედროვე – დარდანელი) გადაკვეთა და სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ დაიწყო ლაშქრობა,სპარსეთის აქემენდიტთა დინასტიის უკანასკნელმა მეფემ დარიოს III-მ ახალგაზრდა ალექსანდრეს ერთგვარი გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა,რომელშიც ეწერა: “იცოდე ალექსანდრე,რომ დარიოსი მარტო არ არის.მას ზურგს 70 000 ჯარისკაცი უმაგრებს”.მაკედონელი,რომელიც განსაკუთრებული სიმამაცით იყო გამორჩეული,სპარსეთის მეფის წერილს მეტად ორიგინალური შინაარსის მქონე საპასუხო წერილით გამოეხმაურა:
“იცოდე დარიოს,რომ ყასბებს ცხვრების არასოდეს ეშინიათ!” (ავტორი გენია.ჯი)