მხედართმთავრები ამბობდნენ…
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი მხედართმთავარი და დამპყრობელი,პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი – ჩინგიზ-ყაენი (1162-1227 წლები),რომელმაც შეძლო დაქუცმაცებული მონღოლური ტომების გაერთიანებით იმ პერიოდისათვის ცნობილი დედამიწის უდიდესი ნაწილის დაპყრობა,ხშირად ამბობდა:
“მე არ დამიპყრია მსოფლიო.უბრალოდ,მივდივარ იქ,სადაც ჩემს ცხენებს მივყავარ”. (ავტორი გენია.ჯი)
არგეადების დინასტიის წარმომადგენელი მაკედონიის მეფე – ფილიპე II მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 382-336 წლები) ამბობდა:
“ოქროთი დატვირთული ვირი,ნებისმიერ ციხე-სიმაგრეს აიღებს”.
“ბუშიდოს” იერარქიული კოდექსით მაცხოვრებელი ფეოდალური იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მებრძოლები - “სამურაები”,ამბობდნენ,რომ – “ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონება მხოლოდ და მხოლოდ ლაჩარ ადამიანებს შეეძლოთ”.
უდიდესი ჩინელი მხედართმთავარი,სამხედრო თეორიტიკოსი და სამხედრო მოძღვრების “ომის ხელოვნების” ავტორი - სუნ ძი (ძვ.წ.აღ-ით 544-496 წლები) ხშირად ამბობდა:
“ომი – სიცრუის გზაა.აუცილებელია მოატყუო მოწინააღმდეგე არა მარტო სამხედრო მანევრებით,არამედ ყველა სხვა საშუალებებითაც.მათ შორის იმითაც,რომ თითქოს ლაჩარი ხარ”.
შუააზიელი მხედართმთავარი,თემურიდების დიდი ემირი და საქართველოს რვაჯერ ამაოხრებელი – თემურლენგი (1336-1405 წლები) ამბობდა:
“მსოფლიოს ერთადერთი მმართველი სჭირდება და ეს მმართველი მე უნდა გავხდე!”.
ერთ-ერთი უდიდესი რომაელი მხედართმთავარი,რეფორმატორი,პოლიტიკური მოღვაწე და რომის რესპუბლიკის სამუდამო დიქტატორი – გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) ამბობდა:
“შესაძლებელია მოიძებნოს ისეთი ადამიანები,რომლებიც ფულის გულისათვის მკვლელობებზე წავლენ.თუმცა შეუძლებელია ისეთი ადამიანების მოძებნა,რომლებიც ფულის გულისთვის მოკვდებიან”. (ავტორი გენია.ჯი)
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 31-ე პრეზიდენტი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – ჰერბერტ კლარკ ჰუვერი (1874-1964 წლები) ამბობდა:
“ომს აცხადებენ მოხუცები,ხოლო სიკვდილზე მიდიან ახალგაზრდები”.
საფრანგეთის იმპერატორი და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები) ამბობდა:
“ერი,რომელიც უარს იტყვის გამოკვებოს საკუთარი ქვეყნის არმია,იძულებული გახდება გამოკვებოს სხვა ქვეყნის არმია”. (ავტორი გენია.ჯი)