The Kippumjo – “სიამოვნების ჯგუფი”
The Kippumjo - ამ სახელით მოიხსენიებენ ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ულამაზესი ქალებისაგან დაკომპლექტებულ სპეციალურ დაჯგუფებას.ერთი შეხედვით ისინი ჩვეულებრივი სამხედრო მოსამსახურეებისაგან არაფრით განსხვავდებიან,თუმცა “სიამოვნების ჯგუფი”-ს დანიშნულებას (დაუდასტურებელი ცნობების თანახმად) სამხედრო მოქმედებებში ჩართვა სულაც არ წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) 1978 წელს კიმ ირ სენის მმართველობისას,ჩრდილოეთ კორეის სახალხო ფრონტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლი დონ ხოს პატრონაჟის ქვეშ ჩამოყალიბებულ იქნა ”The Kippumjo”-ს პირველი რაზმი,რომლმაც თავდაპირველად ბინა სასტუმრო “მუნსუ”-ში დაიდო.აღნიშნული რაზმის გოგონების უმთავრესი მოვალეობა იმთავითვე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების,მათი საპატიო სტუმრებისა და უპირველეს ყოვლისა კი ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებლისა და მისი ხელმძღვანელის – კიმ ირ სენის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) “გართობით” განისაზღვრა.”სიამოვნების რაზმის” სტრუქტურა სამი ეგრეთ წოდებული გუნდისაგან შედგება:
1. მანჯოკჩო – “სიამოვნების გუნდი” (ამ გუნდში შემავალი გოგონების მოვალეობას ქვეყნის პოლიტიკური ელიტის სექსუალური მომსახურეობა წარმოადგენს);
2. ჰენბოჩკო – “ბედნიერების გუნდი” (ამ გუნდში შემავალი გოგონების მოვალეობას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წევრებისათვის ჩასატარებელი მასაჟები წარმოადგენს);
3. კამუჯო – “სიმღერებისა და ცეკვების გუნდი” (აღნიშნულ გუნდში შემავალი გოგონების ფუნქცია ასევე ჩრდილოკორეელ ლიდერთა წინაშე ჩატარებული სტრიპტიზების ცეკვით განისაღვრება).
დროთა განმავლობაში ”The Kippumjo”-ს სტრუქტურა ბევრად უფრო დაიხვეწა.დღესდღეობით,ამ უცნაურ დაჯგუფებაში მისაღებ გოგონებს,ჩრდილოეთ კორეის სპეციალური სამსახურები ქვეყნის მასშტაბით დაეძებენ (გოგონების ასაკი 18-დან 25 წლამდე უნდა მერყეობდეს).ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ისეთ აუცილებელ კრიტერიუმებს,როგორებიც არის განსაკუთრებული სილამაზე,ქალიშვილობა და სხვა.ასევე ცნობილია ისიც,რომ მათზე ზრუნვა აღებული აქვს ჩრდილოკორეული კომუნისტური პარტიის ეგერეთ წოდებული ჰარმონიული მიმართულების მეხუთე განყოფილებას,რომელსაც თავის მხრივ უდიდეს მფარველობას უწევდა და უწევს ქვეყნის პირველი პირები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მათ ზემოაღნიშნული საქმიანობისათვის აუცილებელ ქმედებებს უმაღლეს დონეზე შეასწავლიან (ასევე შეასწავლიან სამხედრო-სამწყობრო სიარულს,რითაც ისინი ნიღბავენ ჯგუფის ჭეშმარიტ დანიშნულებას).მას შემდეგ,რაც “სიამოვნების ჯგუფში” შემავალი გოგონების ასაკი 25 წელს გადასცილდება,მათ ჯგუფიდან ავტომატურად რიცხავენ.ასეთი გოგონები კი უმეტეს შემთხვევაში სწორედ ჩრდილოკორეული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მეუღლეები ხდებიან (თუმცა მათი წარსული ჩრდილოკორეული საზოგადოებისათვის სრულიად გასაიდუმლოებულია).მიუხედავად იმისა,რომ უბრალო მოკვდავთათვის პროსტიტუცია ამ ოდიოზურ სახელმწიფოში კანონით სასტიკად იკრძალება,ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა, და ჰყავთ კიდეც 2000 ულამაზესი ქალისაგან შემდგარი “სიამოვნების არმია”,რომელსაც ყოველთვიურად ანახლებენ. (ავტორი გენია.ჯი)