პაბლო რუის ი პიკასოსა და ჟაკლინ როკის შესახებ…
1953 წელს “Madoura Pottery”-ს კერამიკის სახელოსნოში გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა,სკულპტორმა,გრაფიკოსმა და კუბიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – პაბლო რუის ი პიკასომ (1881-1973 წლები) გაიცნო მასზე 45 წლით უმცროსი ქალი - ჟაკლინ როკი (1927-1986 წლები).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა,სწორედ ჟაკლინი იქცა პაბლოსათვის მის უკანასკნელ სიყვარულად,უკანასკნელ “მუზად”,მხატვრის შემოქმედებითი ტალანტის ფანატიკურ და ერთგულ თაყვანისმცემლად (ჟაკლინი პიკასოს – “მის ბატონად” მიხსენიებდა).
გაცნობიდან მალევე,ჟაკლინი პაბლოს სურათების მოდელად იქცა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მათი განუმეორებელი სიყვარულის ისტორია.ცნობილია,რომ პიკასომ თავისი ნამუშევრების უმრავლესობა სწორედ ჟაკლინს მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) პიკასო ჟაკლინით განსაკუთრებულად მოხიბლული და აღტაცებული იყო.მან არაერთხელ განაცხადა,რომ იმდენად იყო შეყვარებული ჟაკლინზე,რომ მისგან სრულიად ახალი რელიგიაც კი შექმნა.
1958 წელს პაბლო რუის ი პიკასომ საფრანგეთში შეიძინა “ვოვენარგის სასახლე” და მისი მიმდებარე ტერიტორია.აღნიშნული შენაძენი კი,მან საკუთარ “შემოქმედებით მუზას” – ჟაკლინ როკს მიუძღვნა (ჟაკლინზე დაქორწინება პაბლოსათვის მეორე ოფიციალური ქორწინება გახლდათ). 1961 წლის 13 მარტს ისინი ოფიციალურად შეუღლდნენ.იმ პერიოდისათვის პაბლოს ასაკი 79 წელი,ხოლო ჟაკლინის კი 34 წელი გახლდათ.მათი ქორწილი ძალიან მოკრძალებული იყო,რადგან გენიალურ ესპანელ მხატვარს არ უყვარდა ხმაურიანი წვეულებები.ვოვერანგი,სადაც სულ რაღაც 700 მოსახლე ცხოვრობდა,პიკასომ რამდენიმე ტილოზე აღბეჭდა.ვოვერანგის მშვიდი გარემო იმდენად იდეალური იყო წყვილისათვის,რომ ისინი ცხოვრების დიდ დროს იქ ატარებდნენ.სასახლის დიასახლისი ჟაკლინი კი,მისი მეუღლისა და კუმირის მშვიდ გარემოში მუშაობას უზრუნველყოფდა.მოგვიანებით,პიკასოს ჯანმრთელობა ერთობ შეერყა.მას იმდენად უყვარდა ვოვენაგრი,რომ ანდერძად დაიბარა,გარდაცვალების შემდგომ იქ დაეკრძალათ,რაც შემდგომ აღსრულებულ იქნა კიდეც. 1973 წლის 8 აპრილს საფრანგეთის ქალაქ მუჟენში გარდაიცვალა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პაბლოს სიკვდილმა ჟაკლინი საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.იგი ამბობდა,რომ დედამიწაზე არავის განუცდია პიკასოს დაკარგვა ისე,როგორც მას.მეუღლის დაკრძალვაზე ჟაკლინმა პაბლოს არც პირველი ცოლი მიუშვა და არც შვილები.საყვარელი ადამიანის დაღუპვით შეშფოთებული ქალის მეგობრები ამბობდნენ,რომ იგი პიკასოს სიკვდილისაგან მიყენებულ სულიერ ტკივილს ვერ გადაიტანდა და მალე მოკვდებოდა.მათი წინასწარმეტყველება პაბლოს გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ ახდა.მხატვრის “შემოქმედებითმა მუზამ” და მასზე უზომოდ შეყვარებულმა ქალმა – ჟაკლინ როკმა,იმ სასახლეში,რომელიც მას მეუღლემ უსახსოვრა, 1986 წლის 15 ოქტომბერს ცეცხლსასროლი აიარაღის გამოყენებით – სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)