იზამბად კინგდომ ბრუნელის შესახებ…
იზამბად კინგდომ ბრუნელი (1806-1859 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ინჟინერსა და “ინდუსტრიული რევოლუციის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს (პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე,როდესაც მიწათმოქმედებაში,მრეწველობაში,სამთო მრეწველობაში,ტრანსპორტირებაში და ტექნოლოგიებში განხორციელებულმა ცვლილებებმა განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე,ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოებებზე).საფრანგეთის ქალაქ კანში მდებარე “ანრი IV-ეს სახელობის ლიცეუმში” განათლება მიღებულმა ბრუნელმა პირველი პრაქტიკა როგორც ინჟინერმა, 1826 წელს “ტემზის გვირაბის” მშენებლობის დროს გაიარა.აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მთავარ ინჟინერს – მარკ იზამბად ბრუნელი წარმოადგენდა,რომელიც თავის მხრივ იზამბად კინგდომ ბრუნელის მამა იყო. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი ინჟინერი რკინიგზის მშენებლობებზე გადაერთო.მისმა უდიდესმა ინჟინრულმა ნიჭმა დაფასება მალევე ჰპოვა და 1833 წელს იგი დანიშნულ იქნა “დიდი დასავლური რკინიგზის” მშენებლობის მთავარ ინჟინრად,რასაც თავი დიდებულად გაართვა კიდეც.ბრუნელმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არა მარტო სარკინიგზო ხაზებისა და ხიდების აგებაში მიიღო მონაწილეობა,არამედ მის სახელთან ასოცირდება ისეთი ცნობილი გემების აგება,როგორებიც იყო – “Greath Western”-ი,”Great Eastern”-ი და “Great Britain”-ი.გარდა ამისა,მისი ხელმძღვანელობით აგებულ იქნა იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდები,მათ შორის ლონდონში განთავსებული “გუნგურფორდის დაკიდებული ხიდი”.საერთო ჯამში,ბრუნელმა 125 სარკინიგზო ხიდი და 25 რკინიგზა ააგო.აღსანიშნავია ისიც,რომ მან რკინიგზები არა მარტო ბრიტანეთში,არამედ იტალიასა და ინდოეთშიც კი ააგო.ნიშანდობლივია ისიც,რომ უდიდესი ინგლისელი ინჟინერი იყო ის ადამიანი,რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა პანამის არხის მშენებლობის პროექტი.იზამბად კინგდომ ბრუნელს დიდი ბრიტანეთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,ისეთი ცნობილი ადამიანების გვერდით მოიხსენიებენ,როგორებიც იყვნენ – უილიამ შექსპირი,უინსტონ ჩერჩილი,ჩარლზ დიკენსი და სხვები. 2002 წელს მსოფლიოში უმსხვილესმა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ BBC-იმ ჩაატარა გამოკითხვა,სახელწოდებით – “100 უდიდესი ბრიტანელი”,სადაც ბრუნელს მეორე ადგილი მიანიჭეს (ჩამორჩა მხოლოდ უინსტონ ჩერჩილს). (ავტორი გენია.ჯი)
ქალაქ ბრისტოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა – “კლიფტონის ხიდი” აგებულ იქნა იზამბად კინგდომ ბრუნელის პროექტით
Royal Albert Bridge
Great Britain
დიდი დასავლური რკინიგზის რუკა