არტურ ფერგიუსონი – (გენიალური აფერისტი)
არტურ ფერგიუსონი (1883-1938 წლები) – წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიაში იმ ერთ-ერთ ყველაზე გაქნილ შოტლანდიელ აფერისტსა და თაღლითს,რომლის მიერ განხორციელებული აფიორები დღემდე უდიდეს გაოცებას იწვევს საზოგადოებაში.თავდაპირველად არტური თავს პროფესიონალ მსახიობად ასაღებდა და ცდილობდა როგორმე მოხვედრილიყო ლონდონის წამყვანი თეატრების სცენაზე,თუმცა ეს სურვილი მისთვის წარუმატებლობით დასრულდა.სამსახურის არ მქონე ფერგიუსონი დიდ ვალებში ჩავარდა,რამაც გადააწყვეტინა კიდეც ფული აფერისტობით გამოემუშავებინა. (ავტორი გენია.ჯი) 1925 წელს ლონდონის ქუჩებში სეირნობისას,ტრაფალგარის მოედანზე მისი ყურადღება იმ უცხოელმა (ამერიკელმა) ტურისტების წყვილმა მიიქცია,რომლებიც მონუსხულები შესცქეროდნენ ჰორაციო ნელსონის დიდებულ მონუმენტს – “ნელსონის კოლონას”.მას უმალვე დაებადა “გენიალური” იდეა მათი გაცურებისა,რაც სრულად განახორციელა კიდეც.არტური თავდაჯერებული ნაბიჯით გაემართა წყვილისაკენ,მიესალმა და თავი დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელმწიფო საკუთრების წარმომადგენლად (აგენტად) გააცნო.მცირეოდენი გასაუბრების შემდეგ,შოტლანდიელმა აფერისტმა ამერიკელებს კოლონის შესყიდვა შესთავაზა და აცნობა,რომ კოლონის გაყიდვიდან შემოსული თანხა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უნდა მოხმარებოდა.ამერიკელი ტურისტები,რომელთა სურვილსაც წარმოადგენდა აღნიშნული ქანდაკების აიოვას შტატში მდებარე ქალაქ დე-მოინში გადატანა და თავიანთი სახელით კოლონის ქალაქისათვის ჩუქება,ფერგიუსონს მონუმენტის ყიდვაზე თანხმობა განუცხადეს და მას 6 000 გირვანქა-სტერლინგიც გადასცეს.შოტლანდიელმა აფერისტმა,წყვილს საბუთების ოფიციალურად მოწესრიგება აღუთქვა,თუმცა იგი მას შემდეგ აღარ უნახავთ.ასეთივე წარმატებით მოახერხა მან “ბიგ-ბენის” (1000 გირვანქა-სტერლინგი) და “ბუკინგემის სასახლის” გაყიდვა.საინტერესოა,რომ ფერგიუსონმა დიდი ბრიტანეთის მონარქების ოფიციალური რეზიდენციის ორჯერაც კი გაყიდვაც კი მოახერხა,რომელშიც საერთო ჯამში 2000 გირვანქა-სტერლინგი “გამოიმუშავა”.ამ შემთხვევებშიც,შოტლანდიელი აფერისტის მსხვერპლს ამერიკის მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
1925 წელს არტური ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.სწორედ იქ განახორციელა მან თავისი ყველაზე დიდი აფიორა.კერძოდ,დაარწმუნა ერთ-ერთი ამერიკელი (ტეხასელი) ფერმერი და ბანკირი,რომ 100 000 $-ად არენდით აეღო ვაშინგტონში მდებარე – “თეთრი სახლი”.მალევე,წარმატებით ფრთაშესხმულმა ფერგიუსონმა “თავისუფლების ქანდაკების” გაყიდვა გადაწყვიტა.ამ ჯერზე მისი კლიენტი,წარმომავლობით ავსტრალიელი იყო,თუმცა გაყიდვისას არტურმა დაუშვა ერთი მეტად საგულისხმო შეცდომა: მან,პოტენციურ მყიდველთან ფოტო გადაიღო.მოხუცმა ავსტრალიელმა ქალბატონმა,რომელმაც რაღაც იეჭვა ფერგიუსონზე,აღნიშნული ფოტოგრაფია პოლიციას გადასცა და იგი უმალვე დააკავეს.სასამართლომ,არტურს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.განთავისუფლების შემდეგ სახოვრებლად მზიან კალიფორნიაში გადავიდა,სადაც კვლავ განაგრძო ძველი საქმიანობა,თუმცა ამჯერად უფრო ფრთხილად. 1993 წელს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გენიალური აფერისტი – არტურ ფერგიუსონი გარდაიცვალა.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ იმ დროისათვის იგი უკვე საკმაოდ მდიდარი პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი)