“პოლიტიკური მეძავი”
“პოლიტიკური მეძავი” – წარმოადგენს კლიშეს,რომელიც გამოიყენება ისეთი უპრინციპო და უსინდისო პოლიტიკოსების მიმართ,რომლებიც მზად არიან თავიანთი კეთილდღეობისა და გამორჩენისათვის შეელიონ ისეთ უმნივნელოვანეს ადამიანურ ღირებულებებს,როგორებიცაა – სინდისი,ღირსება,თავმოყვარეობა,მოვალეობა საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) ვინ არის აღნიშნული მეტაფორის პირველი ავტორი უცნობია,თუმცა ცნობილია,რომ მან გავრცელება XX საუკუნეში მას შემდეგ ჰპოვა,რაც გამოსულ იქნა კინო-თეატრებში მიხეილ რომის რეჟისორობით გადაღებული მხატვრული ფილმი – “ლენინი ოქტომბერში”.ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში “წითელი იმპერიის” სულისჩამდგმელი ბელადი – ვლადიმერ ლენინი,კამენიევისა და ზინოვიევის სტატიის წაკითხვის შემდეგ ასეთ ფრაზას წარმოთქვამს: “ამხანაგო ვასილი,ამ ორგულებმა,ამ პოლიტიკურმა მეძავებმა გაგვყიდეს.გაყიდეს პარტია და გაყიდეს ცენტრალური კომიტეტის გეგმები!”
მიუხედავად იმისა,რომ დოკუმენტურად არსად დასტურდება ლენინის მიერ ასეთი ტერმინის გამოყენება,არსებობს უამრავი დამადასტურებელი ფაქტი იმისა,რომ ბელადი ხშირად თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მოიხსენიებდა,სწორედ,როგორც – მეძავებს.კლიშე – “პოლიტიკური მეძავი”,საბჭოთა პროპაგანდისტული გაზეთის – “პრავდის” მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში – “გაუფრთხილდით!” – გამოყენებულ იქნა მას შემდეგ,რაც 1918 წლის 3 იანვარს პეტროგრადში ლენინზე განხორციელდა თავდასხმა. 1934 წელს ასეთი ტერმინით მოხსენიებულ იქნა ლევ ტროცკი.მოგვიანებით,აღნიშნული კლიშე ფართოდ იქნა გავრცელებული მსოფლიოში და დღემდე ხშირად გამოყენებენ თავიანთ რიტორიკებში არა პოლიტიკოსები,არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც. (ავტორი გენია.ჯი)