“ერთი ფოტოს ისტორიიდან”
1910 წლის 6 მაისს გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე საქსენ კორბურგ გოთას დინასტიიდან – ედუარდ VII. მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ,რომ 1910 წლის 20 მაისს გამართულ დაკრძალვაზე 12 ევროპული ქვეყნის მეფე და 42 სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები ჩავიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული სამგლოვიარო ცერემონია იქცა ევროპელი მეფეების ყველაზე მრავალრიცხოვან და შეიძლება ითქვა უკანასკნელ შეკრებადაც კი ისტორიაში.ზემოთ გამოსახული ისტორიული ფოტოც,რომელსაც სახელად “The Nine Sovereigns at Windsor for the funeral of King Edward VII” უწოდეს,ედვარდ VII-ს დაკრძალვის ცერემონიის დროს არის გადაღებული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფოტოს გადაღებიდან სულ რამდენიმე წელიწადში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ფოტოზე გამოსახული მონარქების უმეტესობის ბედი ერთობ სავალალოდ წარიმართა:
1. მანუელ II (პორტუგალიის უკანასკნელი მეფე) – ედვარდის დაკრძალვიდან ხუთ თვეში ტახტიდან ჩამოაგდეს და გაძევებულ იქნა ქვეყნიდან.გარდაიცვალა ტუკინკემში (ინგლისი);
2. ვილჰელმ II (გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე) – 1918 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ჩამოგდებულ იქნა ტახტიდან. 1819 წელს “ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების” დადების შემდგომ გამოცხადებულ იქნა სამხედრო დამნაშავედ და პირველი მსოფლიო ომის უმთავრეს შემოქმედად.
3. გეორგ I (საბერძნეთის მეფე) – ედვარდის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში თურქეთთან ომში სასტიკად იქნა დამარცხებული. 1913 წლის 18 მარტს იგი სალონიკში ბერძენი ანარქისტის – ალექსანდროს სხინასის მიერ იქნა მოკლული.
4. ფერდინანდ I (ბულგარეთის მეფე) – პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის მოკავშირე გახლდათ.გერმანიის მარცხის შემდეგ ოფიციალურად განაცხადა უარი სამეფო ძალაუფლებაზე.
5. ალფონსო XIII (ესპანეთის მეფე) – პირველ მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1931 წლის რევოლუციის შედეგად ჩამოგდებულ იქნა ტახტიდან და გაძევებულ იქნა ქვეყნიდანაც.გარდაიცვალა 1941 წლის 28 თებერვალს რომში დევნილობისას.
6. ფრედერიკ VIII (დანიის მეფე) – ედვარდის დაკრძალვიდან სამ წელიწადში პარალიჩის შედეგად გარდაიცვალა.
7. ალბერტ I (ბელგიის მეფე) – პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ გმირად აღიარეს.გარდაიცვალა 1934 წლის 17 თებერვალს უბედური შემთხვევის შედეგად (იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ალპინიზმის სიყვარულით და დიდ დროს ამა თუ იმ მთის დალაშქვრაში ატარებდა.ერთ-ერთი ასეთი მსვლელობისას მარშ-ლე-დამთან ახლოს კლდიდან გადავარდა).
8. ჯორჯ V (გაერთიანებული სამეფოს მეფე) – რომელსაც საკმაოდ დიდ დათმობებზე წასვლა მოუწია ლორდთა პალატასთან,გარდაიცვალა 1936 წლის 20 იანვარს ბრონქიტის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)
9. ჰოკონ VII (ნორვეგიის მეფე) – მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგიიდან გახიზვნა მოუწია და ქვეყანას დიდი ბრიტანეთიდან მართავდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის სახელს დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ ნორვეგიაში.
ედუარდ VIII-ეს დაკრძალვის ცერემონია