მარკუს ტულიუს ციცერონის მოსაზრებები…
1. „ო, რა ძნელია, მართო სახელმწიფო, უფრო რთული კი – დაიცვა იგი”.
* * *
2. „თითქოს გულქვანი არა ვართ, მაგრამ ყოველდღიურად ამდენი უბედურების მოსმენამ და ყურადღებამ მოგვიდუნა უნარი სხვისი ჭირის გაზიარებისა”.
* * *
3. „სადაც ვერაგობა, სიხარბე, თავხედობა, გაუმაძღრობა და უზნეობაა, იქ ყოველთვის დანაშაული იმალება. თუმცა ბოროტება ისეთია, თავის თავს თვითონვე გამოამჟღავნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „უცხო ადამიანს შეიძლება გული არ გაუხსნა, მეგობარს კი აუცილებლად გაანდობ შენს ხვაშიადს; მასთან თუ ფრთხილად იქნები, თუ მოერიდები, მაშინ არ გცოდნია ფასი ამ წმინდა გრძნობისა”.
* * *
5. „მოვალეობის ტვირთს რად იღებ, თუ ტარება გიჭირს. ეს ჭაპანი მათთვის არის მსუბუქი, ვინც ჯაბანი არ არის”.
* * *
6. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს თანამდებობებს, რომელთა დაკავების იმედი სახელმწიფოში მშვიდობიანობის დროს არა აქვთ, ომით მიაღწევენ”.
* * *
7. „უმჯობესია მხეცებს შევერიოთ და იქ დავასრულოთ ჩვენი სიცოცხლე, ვიდრე გაიძვერათა ბრბოში ვიტრიალოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. „სანამ ადამიანთა ჯილაგი იარსებებს, ბრალმდებლებიც იქნებიან; სანამ სახელმწიფო არის, მართლმსაჯულებაც უნდა იყოს”.
* * *
9. „ბრძენსა და გონიერ კაცს ერთ წინდაუხედავ სიტყვასაც არ შეარჩენენ”.