ევროპელი “დიქტატორების” შესახებ…
საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტია ის,რომ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებში უმეტესწილად დიქტატორული რეჟიმები იყვნენ მოკალათებული:
1. ადოლფ ჰიტლერი (1889-1945 წლები) – გერმანიის დიქტატორი რაიხსკანცლერი და ფიურერი 1933-1945 წლებში.კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსაშინლესი დანაშაულებების უმთავრესი შემოქმედი და მიზანთროპი.
2. იოსებ სტალინი (1878-1953 წლები) – “წითელი იმპერიის” (საბჭოთა კავშირის) ერთ-ერთი სულისჩამდგმელი,გენერალსიმუსი და დიქტატორი ბელადი,რომლის სახელთანაც ასოცირდება არა მარტო მეორე მსოფლიო ომში ტრიუმფალური გამარჯვება,არამედ უსასტიკესი რეპრესიები,რომლებსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი)
3. ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი (1883-1945 წლები) – იტალიის დიქტატორი პრემიერ-მინისტრი და პირველი ფაშისტური სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი (ზოგადად – ფაშიზმის დოქტრინის ფუძემდებელი).
4. ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარი (1889-1970 წლები) – პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და დიქტატორი.იგი 1932 წლიდან 1968 წლამდე ხელმძღვანელობდა “ესტადო ნოვოს” (ახალი სახელმწიფო) იმ ავტორიტარულ,მემარჯვენე მთავრობას,რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა.
5. ფრანსისკო ფრანკო (1892-1975 წლები) – ესპანეთის მთავრობის დიქტატორი მმართველი 1939-1975 წლებში.ესპანეთის სამოქალაქო ომის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ფრანკომ,მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა,რითაც გაიხანგრძლივა კიდეც ხელისუფლებაში ყოფნის ვადა.არის დადასტურებული ცნობები იმის შესახებ,რომ თავის ქვეყანაში საშინელი რეპრესიების მოთავე დიქტატორმა “ჰოლოკოსტის” მძვინვარების პერიოდში,მრავალი ებრაელის სიცოცხლე დაიხსნა.
6. იონ ვიქტორ ანტუნესკუ (1882-1946 წლები) – რუმინეთის დიქტატორი პრემიერ-მინისტრი,მარშალი და კონდუკეტორი (ფიურერის ან დუჩეს რუმინული ანალოგი) 1940-1944 წლებში.მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ფაშისტურ რეჟიმთან შეკრა ალიანსი.ძალაუფლების გამყარებისა და შენარჩუნებისათვის ჩამოაყალიბა ეგრეტ წოდებული “რკინის გვარდია”,რომელიც უსასტიკეს რეპრესიებს ახორციელებდა ქვეყანაში.მისივე ინიციატივით განხორციელდა 40 000 ებრაული წარმომავლობის მქონე რუმინელის დეპორტაცია გერმანიის “სიკვდილის ბანაკებში”.ომის დასრულების შემდეგ დააკავეს და დახვრიტეს.
7. მიკლოშ ჰორტი (1868-1957 წლები) – უნგრეთის სამეფოს დიქტატორი ხელმძღვანელი და ადმირალი 1920-1944 წლებში.კონსერვატიული ტრადიციების დაცვით ცნობილმა ჰორტმა უნგრეთში ჩამოაყალიბა საშინელი ავტორიტარული რეჟიმი.მიუხედავად იმისა,რომ ჰიტლერის მოკავშირე იყო,ეწინააღმდეგებოდა ებრაელების გენოციდსა და გერმანიის უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩარევას. 1942 წელს დაიწყო ფარული მოლაპარაკებები მოკავშირეებთან,თუმცა 1944 წელს იძულებული გახდა ქვეყანაში გერმანული ჯარები შეეშვა.ომის დასრულების შემდეგ უნგრეთში მას ბრალი არ წაუყენეს,თუმცა ამას ითხოვდა იუგოსლავიის ხელისუფლება.მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა პორტუგალიაში და იქვე გარდაიცვალა,თუმცა დაკრძალულ იქნა სამშობლოში. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების დიქტატორებისა,სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც დიქტატორული რეჟიმები მართავდნენ: იოზეფ ტისო – სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი.გამოირჩეოდა ანტისემიტური ქმედებებით და შემოიღო კანონი ებრაელების ქვეყნიდან დეპორტაციისა,რასაც უამრავი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.ომის დასრულების შემდგომ დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს; ვიდკუნ კვისლინგი – ნორვეგიის კოლაბორაციონისტი და დიქტატორი პრეზიდენტი,რომელიც ომის დასრულების შემდეგ სიკვდილით იქნა დასჯილი; ანტე პაველიჩი – ხორვატიის დიქტატორი მმართველი და პოგლავნიკი (დუჩესა და ფიურერის ხორვატული ანალოგი); კარლის ულმანისი – ლატვიის ავტორიტარი მმართველი 1934-1940 წლებში; ანასტას სმეტონა – ლიტვის რესბუბლიკის დიქტატორი პრეზიდენტი… (ავტორი გენია.ჯი)