ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”

სპარსეთის მეფის დარიოსის სამეფო სასახლეზე იერიშის მიტანის შემდეგ,მაკედონელმა მეომრებმა აქამენიდთა დინასტიის უდიდესი მეფის ქსერქსე I დიდის ქანდაკება კვარცხლბეკიდან ძირს დაანარცხეს.როდესაც ალექსანდრემ იხილა ერთ დროს უდიდესი სპარსი მეფის საცოდავად დაგდებული ქანდაკება,შეჩერდა,ჩაფირდა და შემდგომ ქანდაკებას,როგორც სულიერს ასე მიმართა:

” – მითხარი,რა გიყო ახლა? ჩაგიარო გვერდით და ბერძნების წინააღმდეგ გალაშქრებისათვის დაგტოვო ძირს დაგდებული,თუ სხვა საქმეებში შენი სიდიადისა და მამაცობისათვის ისევ ფეხზე დაგაყენო?”

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა – ალექსანდრე მაკედონელმა ქსერქსეს ძირს დაგდებულ ქანდაკებას გვერდით ჩაუარა… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება