მუხრან მაჭავარიანი – “ვაი,ჩვენს პატრონს!..”
დავდივარ,როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი,
ვხედავ – რეგვენი ლაპარაკობს ამაყად,მძიმედ
და მე შენ გეტყვი – უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.
კაცი თუ ქალი,ეჯიბრება იმაში ურთერთს
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ;
გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი…
დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად,არაფერი შეგვრჩება მეტი!
ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!