სალვადორ დალის კრიტიკა – ოგიუსტ როდენის “მოაზროვნის” მიმართ…
გენიალური ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, სკულპტორი და სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (1904-1989 წლები), ძალიან უარყოფითად და, შეიძლება ითქვას, სიძულვილითაც კი იყო განწყობილი წამყვანი ფრანგი მოქანდაკისა და თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებლის – ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენისა (1840-1917 წლები) და მისი შემოქმედების მიმართ. თავისი ცინიკური გამონათქვამებით ცნობილი სალვადორ დალის განსაკუთრებული კრიტიკა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თავს დაატყდა როდენის ყველაზე საუკეთესო ქმნილებას – “მოაზროვნე”-ს. აღნიშნული შედევრის შესახებ ესპანელი გენიოსი წერდა -”ამქვეყნად ყველაზე მეტად ოგიუსტ როდენი მძულს. ავტორი გულისამრევი ქანდაკებისა, რომელიც ნიკაპით ხელზე დაყრდნობილ მოაზროვნეს გამოსახავს. ამ პოზაში შეუძლებელია შემოქმედებითად აზროვნება. ეს პოზა მხოლოდ უნიტაზზე ჯდომისათვის არის ზედგამოჭრილიო”. (ავტორი გენია.ჯი)