იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XIV დე ბურბონი,ბავშვობაში “ბულიმიით” იტანჯებოდა (კვებითი აშლილობა,რომლისთვისაც დამახასიათებელი მუცლის უზომოდ ამოყორვა,რასაც შემდგომ მოსდევს დეპრესია და ხელოვნური გულისრევა).ლუის დედა – ანა ავსტრიელი და პირადი ექიმი ფაგონი ხშირად წუხდნენ იმაზე,რომ ის უზომოდ იკვებებოდა არა მარტო დღისით,არამედ ღამის საათებშიც.
2. ერთ-ერთი პოლიტიკური გეოგრაფიის მიმართულებას,რომელიც საზღვრების გამოკვლევის თეორიას წარმოადგენს – ლიმოლოგია ეწოდება.
3. პირველი მასობრივი წარმოება “მზის სათვალეებისა” დაწყებულ იქნა XVIII საუკუნის საფრანგეთში.აღნიშნული იდეის ინიციატორი გახლდათ საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I ბონაპარტი.მზის სათვალეები განკუთვნილი გახლდათ იმ ფრანგი სამხედრო მოსამსახურეებისათვის,რომლებიც აფრიკის კონტინენტზე იბრძოდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. დასავლეთ რომის იმპერიის მმართველმა – ჰორონიუსმა, 403 წელს საბოლოოდ და სამუდამოდ აკრძალა კანონით “გლადიატორთა” ბრძოლები რომის იმპერიაში.
5. პირველი ხალხი,რომლებმაც ციფრი – “ნულის” ბათილ მნიშვნელობას მიხვდნენ – უძველესი ინდიელები იყვნენ.აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 500 წელს.
6. პირველად,ტერმინი – “პროპაგანდა” გამოყენებულ იქნა რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ. 1622 წელს რომის პაპმა გრიგოლ XV-ემ ჩამოაყალიბა “რომის პროპაგანდის კონგერაცია”.
7. პირველად,ისტორიაში – “კავალერია”,როგორც ჯარის განსაკუთრებული სახეობა ჩამოყალიბებულ იქნა სემიტური მოდგმის ხალხის – ასურელების მიერ.
8. მიუხედავად იმისა,რომ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის დაცემით დასრულდა ბიზანტიის იმპერიის არსებობა,მართლმადიდებლური ეკლესია მაინც ხელშეუხებელი გადარჩა.აღსანიშნავია ისიც,რომ თურქ-ოსმალები კონსტანტინოპოლის პატრიარქს ყველა ქრისტიანის მეთაურადაც კი აღიარებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
9. 1940 წლისათვის,ევროპაში მხოლოდ 6 ქვეყანამ მოახერხა დემოკრატიული სახელმწიფო წყობის შენარჩუნება.
10. ინდოეთის მოსახლეობის 80% ვეგეტარიანელია.