ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის “ეროვნული გერბის” შესახებ…
ცენტრალურ აფრიკაში მდებარე - ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის “ეროვნული გერბი”,რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დამადასტურებელ ერთ-ერთ უმთავრეს ჰერალდიკურ სიმბოლოს წარმოადგენს,მიღებულ და დამტკიცებულ იქნა 1968 წლის 12 ოქტომბერს მას შემდეგ,რაც აღნიშნულმა აფრიკულმა სახელმწიფოს ესპანელთა კოლონიალიზმს დააღწია თავი და დამოუკიდებლობა მოიპოვა.გერბზე განთავსებულია ნაცრისფერი შეფერილობის მქონე ფარი,სადაც თავის მხრივ ასახულია ბალბისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ტროპიკული სახეობის მცენარე – ბამბის ხე,იგივე – “ბომბაქსი”,რომელსაც – “ღმერთის ხე”-საც უწოდებენ (მისი სიმაღლე ხშირ შემთხვევაში 70 მეტრ სიმაღლეს აღწევს).ფარის ზემოთა ნაწილში გამოსახულია ექვსი ოქროსფერი ვარსკვლავი,რომლებით სიმბოლიზირდებიან ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებთან: რიო-მუნი (ქვეყნის კონტინენტური ნაწილი) და 5 კუნძული (მცირე ელობეი,კორისკო,ანობონი,ბიოკო და დიდი ელობეი).გერბის ქვემოთა ნაწილზე წარმოდგენილია ლენტი,რომელსაც ამშვენებს მუქი შავი ფერის წარწერა (დევიზი): “UNIDAZ,PAZ,JUSTICIA”,რაც თარგმანით აღნიშნავს – “ერთობა,მშვიდობა,სმარათლიანობა”-ს.ქვეყნის გერბზე ასახული დევიზი იმავე წელს (1968 წელი) იქნა დამტკიცებული,რომელ წელსაც მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა.საყოველთაოდ ცნობილი ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის დიქტატორისა და პირველი პრეზიდენტის – ფრანსისკო მასიას ნგემას მმართველობის პერიოდში ქვეყნის დევიზი შეცვლილ იქნა,თუმცა 1979 წელს მისი დიქტატორული რეჟიმის დამხობისთანავე,გერბზე კვლავ 1968 წელს მიღებული ორიგინალი დევიზი იქნა აღბეჭდილი. (ავტორი გენია.ჯი)