“მოსწავლეების ფიზიკური დასჯის გაუქმება”
როგორც ცნობილია,საფრანგეთის სასწავლო დაწესებულებებში,ისევე,როგორც ევროპის სხვა საგანმანათლებლო სისტემებში,იმ მოსწავლეებს,რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ სკოლის შიდაგანაწესს – “ფიზიკურად სჯიდნენ” და ეს კანონმდებლობითაც კი იყო განსაზღვრული.ამა თუ იმ მოსწავლის ფიზიკური დასჯის მეთოდები კი,თავად მასწავლებლების “ფანტაზიასთან” იყო დაკავშირებული.საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების ფიზიკურად დასჯის საშინელი მეთოდები ოფიციალურად აკრძალულ იქნა საფრანგეთის უკანასკნელი მეფის – ლუი-ფილიპე ორლეანელის (1773-1850 წლები) მიერ.ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად კი იქცა პარიზში მდებარე “მაზარინის კოლეჯში”,იგივე “ოთხი ერის კოლეჯში” მომხდარი ამაზრზენი ფაქტი.კერძოდ,ერთ-ერთი ფრანგი პედაგოგი,რომელიც სისტემატურად სჯიდა თავის მოსწავლეს,იმავე მოსწავლის მიერ შურისძიების მიზნით,დანით (ჯაყვით) იქნა მოკლული (ყელი გამოჭრა).აღნიშნულ ფაქტს საფრანგეთში უდიდესი გამოხმაურება მოყვა და თვით მეფეც კი ერთობ შეაშფოთა.ქვეყანაში სახალხო განათლების გავრცელების შემოქმედმა ლუი-ფილიპემ,სასწრაფო წესით გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც კანონით იკრძალებოდა მოსწავლეების ფიზიკურად დასჯა და მათი შეურაცხყოფა.კანონის დამრღვევი პედაგოგები კი არა მარტო სასწავლო დაწესებულებებიდან იქნებოდნენ გაძევებული,არამედ სამართლებლივადაც დაისჯებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი)