პირველი “საკეისრო კვეთა” მედიცინის ისტორიაში…
რომის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი – გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე 100 წლის 13 ივლისს,წარჩინებული პატრიციანული გვარის,გაიუს იულიუს კეისრის (უფროსი) ოჯახში.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რომის მომავალი კეისარი ჩვეულებრივი მეთოდით არ დაბადებულა.კეისრის დედას – აურელია კოტას საკმაოდ მძიმე ორსულობა ჰქონდა.მედიკოსების ვარაუდით,მის ბუნებრივ მშობიარობას შესაძლოა საფრთხე შეექმნა არა მარტო ქალისათვის,არამედ ბავშვის სიცოცხლისათვისაც.სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ,რომ აურელიასათვის ქირურგიული საშუალებით ჩაეტარებინათ სამშობიარო ოპერაცია,რაც წარმატებით განახორციელეს კიდეც.ყველაზე ნიშანდობლივი,რაც გახლავთ არის ის,რომ ეს იყო პირველი ქირურგიული მეთოდით ჩატარებული სამშობიარო ოპერაცია მედიცინის ისტორიაში.რადგან ამ ინოვაციური სამედიცინო მეთოდით მოევლინა ქვეყნიერებას – გაიუს იულიუს კეისარი,სწორედ ამიტომ უწოდეს მოგვიანებით ასეთი სახის ქირურგიულ ოპერაციას – “საკეისრო კვეთა”. (ავტორი გენია.ჯი)