“დამაკვირდი”

1. „შევხარით რა ყოველი ახალი არსების გაჩენას, ამავე დროს, ძველის დატირებაც გვიწევს”. – ლეონარდო და ვინჩი

* * *

2. „ტენორი, რომელიც უფრო მაღალ ნოტს იღებს, ვიდრე იმას, რაც პარტიტურაშია – მე ვარ!” – პაბლო პიკასო – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „სიზმრები რეალობის ანარეკლია, რეალობა – სიზმრების ანარეკლი”. – ზიგმუნდ ფროიდი

* * *

4. „დღევანდელი მეგობარი საბჭოთა რუსეთია სწორედ ჩვენი მომავალი უდიდესი მტერი”. – ჩან კაიში

* * *

5. „მსოფლმხედველობით მე კვლავ კოსმოპოლიტად ვრჩები, ფიქრებით კი არწივივით თავისუფალი ვარ”. – ნელსონ მანდელა

* * *

6. „მსოფლიომ სამართლიანობის გზიდან გადაუხვია, პატიოსანი საქმიანი ურთიერთობებისა და ბაზრის სადავეები უსამართლოთა ხელშია. ქვეყნიერება სიბნელემ მოიცვა და სამყაროს ფიალა პირთამდე გაივსო სიყალბითა და სიცრუით”. – ჯუვაინი

* * *

7. „თუ იცით რას გრძნობს, რას ფიქრობს, რა სურს მამაკაცს და რა განაპირობებს მის ქმედებას, ბრძენი ქალი ხართ. თუ იცით, რატომ გრძნობს, ფიქრობს და იქცევა იგი ამგვარად, ბედნიერი ქალი ხართ. თუ ეს ყველაფერი იცით და ოსტატურად და შეუმჩნევლად მიმართავთ მის გრძნობებს, ფიქრებს, სურვილებსა და საქციელს საჭირო მიმართულებით, ნამდვილი ქალი ხართ”. – სოკრატე

* * *

8. „სამშობლოს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე მშობლებს”. – პლატონი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „იცოდე, ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა, ხელს უშლის დაახლოებას”. – ლევ ტოლსტოი

* * *

10. „ღმერთი რომ ყველა თხოვნას ასრულებდეს, უამრავი ადამიანი დაიღუპებოდა, რადგან ისინი ხშირად უსურვებენ ერთმანეთს ბოროტებას”. – ეპიკურე

P.S. საიტის ერთგულ მომხმარებლებსა და სტუმრებს ვაცნობებთ,რომ აღნიშნული სიახლე გენია.ჯი-ს რიგით მეხუთიათასე (5 000) პოსტია…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>