რა თანხა დაუჯდა ესპანეთის სამეფოს – “ამერიკის კონტინენტის” აღმოჩენა?

ესპანეთში მდებარე “მონსანარესის მონასტერში”,ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტები,საიადანაც ზუსტად იქნა დადგენილი ის,თუ რა თანხები დაუჯდა ესპანეთის სამეფოს ბიუჯეტს ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა.ქვეყნის მეფემ ფერდინანდ II არაგონელმა და დედოფალმა ისაბელ I-მა,იმისათვის რომ დაეფინანსებინათ ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია,ესპანეთის სამეფოს ფინანსთა ხელმძღვანელს უბრძანეს დიდი იტალიელი მეზღვარუსა და მკვლევარისათვის 36 000 პესეტი გამოეყო.იქვე აღმოჩენილი სხვა დოკუმენტების თანახმად ცნობილი გახდა,რომ კოლუმბს ზემოაღნიშნული თანხის მხოლოდ ნახევარი გადასცეს.ექსპედიციისათვის საჭირო სამი გემის აგება – 14 000 პესეტი დაჯდა; გემებზე საჭირო საკვების შესაძენად დახარჯულ იქნა 2 000 პესეტი; ექსპედიციის ხელმძღვანელს – ქრისტეფორე კოლუმბს ამერიკის აღმოჩენისათვის ანაზღაურებად გადაეცა 1 600 პესეტი; სამივე გემის კაპიტნებს – ხუან დე ლა კოსას (ფლაგმანი გემი – “სანტა-მარია”),მარტინ ალონსო პინსოს (ხომალდი – “პინტა”) და ვინსენტე იანეს პინსოსნს (ხომალდი – “ნინია”) 900-900 პესეტი,ხოლო გემების მომსახურე მეზღვაურებს თითოული თვის ანაზღაურებად 12,50 პესეტი განუსაზღვრეს.თანამედროვე ფულად კურსზე რომ გადავიყვანოთ გახარჯული თანხები,გამოდის,რომ ესპანეთის სამეფოს ბიუჯეტს ერთ-ერთი უდიდესი გეოგრაფიული ოქბიეტის – ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა 500 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>