ნაპოლეონ ბონაპარტის მიმართვა – “ესპანელებს”

სანამ საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტე საზეიმოდ შევიდოდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში (1808 წლის 4 დეკემბერი),უდიდესმა ფრანგმა მხედართმთავარმა ესპნანელი ხალხისადმი გაავრცელა შემდეგი სახის მიმართვა:

“ესპანელებო!

მე თქვენთან მოვედი არა როგორც დამპყრობელი,არამედ როგორც გასნმათავისუფლებელი.მე გავაუქმე ინკვიზიციის სამსჯავრო,რომელსაც წინ აღუდგა ჩვენი საუკუნე და ევროპა.მღვდლები კი არ უნდა ამყარებდნენ მოქალაქეებზე სულიერ თუ ფიზიკურ სამართალს,არამედ სინდისი უნდა იყოს მათი ღვაწლის განმსაზღვრელი.მე ფეოდალური უფლებები გავაუქმე და ახლა ყველას შეუძლია დაიწყოს და განავითაროს საკუთარი საქმე,ჰქონდეს სასტუმროები,საცხობები,წისქვილები,ბადის საქსოვი საამქროები და თევზის სარეწები,ადამიანთა პატარა ჯგუფის ეგოიზმმა,სიმდიდრემ და ძალაუფლებამ მეტი ზიანი მოუტანა თქვენს სოფლის მეურნეობას,ვიდრე გვალვამ და ხვატმა.

რადგან ღმერთი ერთია,ამიტომ სახელმწიფოშიც ერთი სამართალი უნდა არსებობდეს.ყოველი კერძო მმართველობა უკანონო იყო და ეწინააღმდეგებოდა ხალხის უფლებებს.მე მოვსპე ეს უკანონობა.ახლანდელ თაობას შეუძლია სხვანაირად იფიქროს,რადგან ჯერ კიდევ ბობოქრობს ვნება,მაგრამ იცოდეთ,თქვენი შთამომავლები დამლოცავენ,როგორც თქვენი სამშობლოს აღმაშენებელს.თქვენთან ჩემი ყოფნის დღეებს ისინი სამახსოვრო დღეთა რიცხვს მიაკუთვნებენ და ამ დღიდან დაიწყება ესპანეთის აყვავების ხანა”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>