ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკი – “ცეკვა ხანჯლებს შორის”
“ცეკვა ხანჯლებს შორის” – წარმოადგენს პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მხატვრისა და გვიანი აკადემიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელის - ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკის (1843-1902 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ ბრწყინვალე სურათს.ტილოს სიმაღლე 120 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 225 სანტიმეტრი.აღნიშნულ ქმნილებაზე მუშაობა მხატვარმა რომში 1881 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სპეციალისტთა ვარაუდით,სემირადსკის ასეთივე სიუჟეტის მქონე ტილო 1879-1880 წლებშიც ჰქონდა დახატული, (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სამწუხაროდ მისი ადგილმდებარეობა და მფლობელი ჩვენთვის უცნობია.სურათის შემკვეთი გახლდათ ცნობილი მოსკოველი მეწარმე,კოლექციონერი და წიგნის მამომცემელი – კოზმა სოლდატიონკოვი,რომელიც თავის მხრივ დიდი თაყვანისმცემელი იყო ჰენრიხის შემოქმედებისა.
სურათზე ასახულია ანტიკური პერიოდის ეპოქა (შესაძლოა ძველი რომი ან ძველი საბერძნეთი).ნახატის მარცხენა მხარეს წარმოდგენილია შიშველი მანდილოსანი,რომელიც ცეკვას ასრულებს იმ ბასრი ხანჯლების შორის,რომელთა წვერებიც ზემოთ არის აღმართული.მას აკომპანიმენტს უწევს სამი ქალი,რომელთაგან ერთ კიფარაზე უკრავს,მეორე ფლეიტის ნაირსახეობის ინსტრუმენტზე (ერთი შეხედვით ან ავლოსი,ან კიდევ სირინგა),ხოლო მესამე კი დასარტყამ ინსტრუმენტზე – ტიმპანზე.ქალის ცეკვას თვალს ადევნებს ტალავერის ქვეშ მჯდომი რამდენიმე მამაკაცი (შესაძლოა ისინი იყვნენ პატრიციები).სურათზე განვითარებული სიუჟეტი წარმოდგენილია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ფონზე.ზოგიერთი ექსპერტის ცნობით,ტილოზე ასახული ზღვის ფონი – ნეაპოლის ყურის ხედი უნდა იყოს.
მას შემდეგ,რაც გენიალურმა პოლონელმა მწერალმა – ჰენრიკ სენკევიჩმა იხილა ტილო – “ცეკვა ხანჯლებს შორის”,აღფრთოვანდა და განაცხადა,რომ სურათი ნამდვილი შედევრი იყო. და იქვე აღნიშნა,რომ არც ერთ მხატვარს არ შეეძლო ისეთი ბრწყინვალებით გამოესახა მზის სხივების სტიქია,როგორც ეს სემირადსკიმ შესძლო.სურათის მფლობელის – კოზმა სოლდატიონოვის გარდაცვალების შემდეგ, 1901 წელს იგი ანდერძით გადაეცა პეტერბურგში მდებარე “რუმიანცევის მუზეუმს”,თუმცა 1920 წელს,მას შემდეგ რაც აღნიშნული მუზეუმი გაუგმებულ იქნა,ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკის დიდებული ტილო – “ცეკვა ხანჯლებს შორის”,მუზეუმში არსებულ სხვა სუართებთან ერთად გადატანილ იქნა,საყოველთაოდ ცნობილ “ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)