მიქელანჯელო ბუონაროტი – “ბახუსი”
“ბახუსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის,არქიტექტორისა და აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის – მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წლები) მიერ მარმარილოსაგან შექმნილ შედევრ-ქანდაკებას.ქანდაკების სიმაღლე 203 სანტიმეტრია და იგი დამზადებულ იქნა 1497 წელს პიზის არქიეპისკოპოსისა და კარდინალის – რაფაელ რიარიოს შეკვეთის საფუძველზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ რაფაელი იყო ის პიროვნება,რომელმაც პირველმა მიიწვია რომში სამუშაოდ მიქელანჯელო. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მის სახელს უკავშირდება რომში მდებარე საყოველთაოდ ცნობილი რენესასნის სტილში აგებული სასახლის – “პალაცო დელა კანჩელერიას” აგებაც (1489-1513 წლებში).რაფაელ რიარიომ მიქელანჯელოს შეკვეთა 1496 წლის 4 ივლისს მისცა.მისი სურვილი იყო,რომ კიდევ ერთი შედევრით გაემდიდრებინა საკუთარი უნიკალური კოლექცია ანტიკური პერიოდის სკულპტურებისა.თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ მან მიქელანჯელოს მიერ დასრულებული ქანდაკების შეძენისაგან ბოლოს თავი შეიკავა და იგი შეძენილ იქნა იტალიელი ბანკირის – იაკოპო გალის მიერ.მიქელანჯელოს მეგობარი – კონდივი აცხადებდა,რომ კარდინალს აღნიშნული ქანდაკების დამზადების შეკვეთა ბუონაროტისათვის არ მიუცია,თუმცა 1981 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა,რომ,მას სწორედ რიარიომ შეუკვეთა იგი.
მიქელანჯელოს მიერ დამზადებული ქანდაკება გამოსახავს ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მეღვინებისა და მევენახეობის მფარველ მთვრალ ღმერთს – დიონისეს,იგივე ბახუსს,რომელსაც თან ახლავს ერთ-ერთი ტყის ღვთაება და ნაყოფიერების დემონი – სატირი.მთვრალი ბახუსი ქანდაკებაზე ისე პლასტიკურადაა წარმოდგენილი,თითქოს იგი სადაც არის წაიქცევა,თუმცა მაინც ინარჩუნებს წონასწორობას და ამისათვის ზედა ტანით ოდნავ უკანაც არის გადახრილი.მისი მზერა ღვინით სავსე ფიალისკენ არის მიპყრობილი და ისეთი გამომეტყველება აქვს,თითქოს ღვინის შექმნით კაცობრიობისათვის უდიდესი საჩუქარი გაეკეთებინოს.
მიქელანჯელოს აღნიშნულ ქმნილებას,თანამედროვე ხელოვნების მკვლევარმა და მოქანდაკემ – უილიამ უოლესმა,”ბუონაროტის შემოქმედების პირველი შედევრი” უწოდა.ცნობილია ისიც,რომ გენიალური იტალიელი ხელოვანის ქმნილება “ბახუსი”,მიქელანჯელოსადმი მიძღვნილ ბიოგრაფიულ რომანში – “ქვა და ტკივილი”,მოხსენიებული აქვს დიდ ჩეხ მწერალსა და პოეტს – კარელ შულცს. 1572 წელს მედიჩების საგვარეულოს მიერ შეძენილი – “ბახუსი”-ს ქანდაკება გადატანილ იქნა ფლორენციაში,სადაც იგი დღემდეა დაცული “ბარჯელოს ეროვნულ მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)