მარი-სკლოდოვსკა-კიურის მოსაზრებები…
1. ”თქვენ არ გესმით,რა ბედნიერები ხართ,რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობთ”.
2. “ჩემთვის მეტად მგრძნოაბიარე ადამიანებს,რადგან არ ძალუძთ,შეცვალონ თავიანთი ბუნება,რამდენადაც შეძლებენ,უნდა დაფარონ იგი”.
3. “მე ვფიქრობ,რომ ზნეობრივი ძალა უნდა ვეძიოთ იდეალიზმში,რომელიც არ გვიქმნის დიდ წარმოდგენას საკუთარ თავზე,მაგრამ ამაღლებულ მისწრაფებებსა და ოცნებებს გვინერგავს: მე ვფიქრობ აგრეთვე,რომ თავის მოტყუება იქნებოდა,ცხოვრების მთელი ინტერესი დაგვეკავშირებინა ისეთი ბობოქარი გრძნობისადმი,როგორიც სიყვარულია”.
4. “თქვენ ვერასოდეს დამარწმუნებთ,რომ ლავუაზიეს გილიოტინაზე აყვანამ რაიმე სარგებლობა მოიტანა!..” (ავტორი გენია.ჯი)
5.”მეცნიერებაში უნდა გვაინტერესებდეს საგნები და არა პიროვნებები”.
6. “მე იმ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნი,რომლებსაც მიაჩნიათ,რომ მეცნიერება უდიდესი სილამაზეა.მეცნიერი თავის ლაბორატორიაში მხოლოდ ტაქტიკოსი კი არ არის,ეს არის ბავშვი,რომელიც პირისპირ დამდგარა ბუნების მოვლენების წინაშე,ჯადოსნური ზღაპარივით მოუხიბლავს იგი.ჩვენ არ უნდა დავუშვათ,რომ ადამიანებმა იფიქრონ,თითქოს მეცნიერების პროგრესი ნიშნავს მხოლოდ ათასნაირ მექანიზმებს,მანქანებს,თუმცა მათშიც არის თავისებური სილამაზე.
…არა მგონია,აგრეთვე,რომ თამამი თაოსნობის სული გაქრება ჩვენი სამყაროდან.თუ მე ჩემ ირგვლივ რაიმე სიცოცხლისმაგვარს ვხედავ,ეს სწორედ თამამი თაოსნობის სულია,ალბათ,ძვალ-რბილში რომ გაქვს გამჯდარი და ცნობისმოყვარეობას რომ ჰგავს…”
7. “რითია დაინტერესებული ადამიანთა საზოგადოება? განა იგი მოვალე არ არის,ხელი შეუწყოს მეცნიერული ნიჭის აყვავებას? განა იმდენად მდიდარია ასეთი ადამიანებით,რომ შეუძლია,მსხვერპლად გაიღოს აშკარად იმედის მომცემი ნიჭიერი პიროვნებები? მე კი ვფიქრობ,რომ ნამდვილი მეცნიერული მოწოდებისათვის ნიჭიერ ადამიანთა ერთობლიობა უსაზღვროდ ძვირფასი,ფაქიზი მოვლენაა,იშვიათი განძია; უაზრობა და დანაშაული იქნებოდა მისი დაღუპვა,პირიქით,სათუთად უნდა მოვუაროთ და ყველა პირობა მივცეთ აყვავებისათვის…” (ავტორი გენია.ჯი)