ალექსანდრე III-ეს პასუხი შეურაცხყოფაზე…
იმპერიული რუსეთის არმიის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა,გვარად – ორეშკინმა,კაბარეში ყოფნის დროს დებოში მოაწყო.კაბარეს ადმინისტრაციამ მისი დაწყნარება სცადა,თუმცა როდესაც არაფერი გამოუვიდათ,იქვე კედელზე ჩამოკიდებული რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის (1845-19894 წლები) პორტრეტული გამოსახულებისაკენ მიუთითეს.ორეშკინმა შეხედა-რა ალექსანდრეს სურათს,ხმამაღლა შესძახა:”ფეხებზე მკიდია იმპერატორი!” ამ სიტყვების შეძახების შემდეგ,იგი იმპერატორის ოხრანკამ დააპატიმრა და ციხეში გადაიყვანა.კაბარეში განვითარებული ისტორია,მსტოვრებმა მალევე მოახსენეს ალექსანდრეს და მაშინ,როდესაც ყველა მის აღშფოთებას მოელოდა,მან სრულიად მშვიდი გამომეტყველებით თქვა,რომ ყველა კაბარედან ჩამოეხსნათ მისი პორტრეტები,ხოლო დაკავებულზე სისხლის-სამართებლივი დევნა არ აღეძრათ და იგი სასწრაფოდ გაენთავისუფლებინათ ციხიდან.ხელქვეითებისადმი,ამ მითითებების წარმოთქმის შემდეგ კი,იმპერატორმა დაამატა: “მეც ფეხებზე მკიდია ვიღაც რიგითი ჯარისკაცი – ორეშკინი!” (ავტორი გენია.ჯი)