ტომას მელორი

ტომას მელორი - დაიბადა,დაახლოებით 1405 წელს,უორკშირის საგრაფოში (ინგლისი),კეთილშობილი აზნაურის ოჯახში.იგი წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილ ინგლისელ მწერალს,რომელიც გახლავთ ავტორი რომანების ციკლის – “წიგნები მეფე არტურზე და მის მამაც რაინდებზე მრგვალი მაგიდისა”.საერთო ჯამში აღნიშნული ნაწარმოების სერია შედგება 8 რომანისაგან.იგი ეძღვნება ლეგენდარულ ბრიტანელ წინამძღვარს,რომელიც შუა საუკუნეების ისტორიის მიხედვით,უძღვებოდა ბრიტანეთის დაცვას,საქსონელი დამპყრობლებისაგან,ადრეულ მეექვსე საუკუნეში და მრგვალი მაგიდის რაინდებს. (ავტორი გენია.ჯი) თავად ნაწარმოებებში კი ყოვლისმომცველად არის ასახული მეფე არტურის ლეგენდა.ტომას მელორის პირადი ბიოგრაფიიდან ცნობები მეტად მწირად არის შემორჩენილი,თუმცა ცნობილია,რომ როგორც რაინდმა მონაწილეობა მიიღო ინგლისის ისტორიაში ცნობილი “ვადების ომში” (ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისათვის მომხდარი სამოქალაქო ომი იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის 1455-1485 წლებში).აღნიშნულ სამოქალაქო ომში ტომასი იორკების მხარეს იბრძოდა.1444 ან 1445 წლებში იგი ინგლისის პარლამენტში თავის საგრაფოს წარმომადგენელი გახლდათ.მალევე ბაკინგემის ჰერცოგის მომხრეებზე თავდასხმისათვის და დაოჯახებულ ქალებზე მრავალჯერადი ძალადობის ფაქტების გამო იგი დააპატიმრეს და მაკსტოკის ციხე-სიმაგრეში გამოკეტეს,თუმცა გაქცევა მოახერხა.მიუხედავად ამისა იგი კვლავ დააკავეს და მისი ცხოვრების უკანასკნელი 20 წლის გატარება ციხეში მოუწია,სადაც დაწწერა კიდეც ზემოთ აღნიშნული რომანების ციკლი მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ.1485 წელს ცნობილმა და პირველმა ინგლისელმა გამომცემელმა წიგნებისა ტიპოგრაფიის სახით – უილიამ კეტსონმა,დაბეწდა და გამოსცა ტომას მელორის მიერ დაწერილი  წიგნი,სახელწოდებით “არტურის სიკვდილი”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ ეს წიგნი იქცა ერთგვარად თავისებურ ენციკლოპედიად მეფე არტურის მითისა. (ავტორი გენია.ჯი) ტომას მელორმა ერთად შეკრიბა მრავალი კელტური თქმულება,ლეგენდები და გააამუშავა ისინი.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ტომასს უდიდესი დახმარება გაუწია იმ პერიოდის ფრანგულმა სარაინდო ჟანრის რომანებმა და მიუხედავად ამისა,მან აღნიშნული ნაწარმოებები ერთგვარად აქცია ინგლისური ლიტერატურის კოლორიტად.ტომას მელორი გარდაიცვალა 1471 წლის 14 მარტს.გარდაცვალების შემდგომ კი მას რაინდის ტიტული მიანიჭეს და მის სახელს წინსართი “სერ” დაემატა.მას შემდეგ ტომას მელორს მოიხსენიებენ,როგორც – სერ ტომას მელორი.