“ღილების” შექმნის ისტორიიდან..

როგორც ცნობილია,ადამიანმა ღილების გამოყენება უძველესი ეპოქებიდან დაიწყო და მათ ძირითადად ამა თუ იმ ცხოველის ძვლებისაგან ამზადებდნენ.ყველაზე ძველი ღილების მაგვარი აქსესუარები ინდოეთში (მდინარე ინდის ხეობაში) იქნა აღმოჩენილი და ისინი განეკუთვნებიან კოტ-დიჯის არქეოლოგიური კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილს,რომელიც თარიღდება დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 2800-2600 წლებით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ინდოეთისა,უძველესი ღილები,რომლებიც “ბრინჯაოს ხანის” დროინდელია,არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა ეგვიპტესა და ჩინეთში.თავდაპირველად ღილების დანიშნულებას მხოლოდ და მხოლოდ ტანისამოსის მორთულობა წარმოადგენდა და არა მისი პირდაპირი დანიშნულება. XII-XIII საუკუნეების ევროპაში კი,ღილებმა შეიძინეს ის ფუნქცია,რისთვისაც განკუთვნილი იყვნენ და მათ უკვე,მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებისათვის აღარ იყენებდნენ.იმავე პერიოდიდან,ღილები იქცა იმდენად პოპულარულ აქსესუარად,რომ მათი ტანისამოსზე გამოყენებული რაოდენობით სრულიად თავისუფლად შეეძლო ადამიანს,ამა თუ იმ სტატუსის ან სოციალური ფენის წარმომადგენლის განსაზღვრა.ღილების რაოდენობას ტანისამოსზე,განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საფრანგეთის მეფე – ფრანსუა I ვალუა (1494-1547 წლები).ამის თვალსაჩინო მაგალითად კი,შესაძლოა მისი ერთ-ერთი სამეფო სამოსი მოვიყვანოთ,რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები – 13 600 ღილი “ამშვენებდა”.თუკი ადრეულ წლებში,ღილებს ამზადებდნენ ისეთი მატერიალებისაგან,როგორებიც არის – მინა,ხე,ქარვა,ფაიფური,ებონიტი და სხვა, 1930 წლიდან მასიურად დაიწყო მათი პლასტმასისაგან დამზადება.პლასტმასისაგან დამზადებული ღილებით კი,დღესდღეობით ყველაზე მეტი რაოდენობის ტანისამოსი არის აღჭურვილი. (ავტორი გენია.ჯი)

“ღილების” განსაკუთრებულად მოყვარული საფრანგეთის მეფე – ფრანსუა I ვალუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>