გედები – “ეპიზოდი”
დღესდღეობით,მდინარე ტემზაზე მობინადრე ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი ქმნილებები – გედები,ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით,დიდი ბრიტანეთის დედოფლის ლეისაბედ II-ეს პირად საკუთრებად მიიჩნევა და მათზე ზრუნვაც,სწორედ გაერთიანებული სამეფოს მონარქიულ ოჯახს აქვს აღებული თავის თავზე.ის,რომ ტემზაზე მობინადრე გედები დიდი ბრიტანეთის სამეფო კუთვნილებას წარმოადგენენ,სათავეს ჯერ კიდევ XII საუკუნიდან იღებს,თუმცა აქვე მინდა შევნიშნო,რომ თანამედროვე პერიოდისაგან განსხვავებით,თავდაპირველად გედების დანიშნულებას,მათი უნიკალური სილამაზის ხილვით გამოწვეული ესთეტიური სიამოვნების მიღება არ წარმოადგენდა,რადგან სამეფო ოჯახისათვის,გედებისაგან მომზადებული კერძები ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დელიკატესად იყო მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)