ვილემ-ალექსანდერის შესახებ…
ევროპის ულამაზესი ქვეყნის – ნიდერლანდების სამეფოს მეფეს წარმოადგენს ორანელების სამეფო დინასტიის წარმომადგენელი - ვილემ-ალექსანდერი,რომელიც სამეფო ტახტზე 2013 წლის 30 აპრილს მას შემდეგ ავიდა,რაც დედოფალმა ბეატრიქსმა,საკუთარი ვაჟის სასარგებლოდ უარი განაცხადა სამეფო ტახტზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უკანასკნელი 123 წლის მანძილზე,ვილემ-ალექსანდერის გამეფება პირველი შმთხვევაა ნიდერლანდების ისტორიაში,როდესაც სამეფო ტახტი მამრობითი სქესის წარმომადგენელმა დაიკავა (როგორც ცნობილია, 1890 წელს ვილემ III-ეს გარდაცვალების შემდგომ,ქვეყნის სამეფო ტახტზე მუდმივად ქალბატონები დომინირებდნენ).აქვე მინდა შევნიშნო,რომ ტახტის მომავალი პრეტენდენტიც სუსტი სქესის წარმომადგენელი (ვილემ ალექსანდერის უფროსი ქალიშვილი) – კატარინა-ამალიაა.
ნიდერლანდებში მეფის კორონიზაციის დროს დადგენილი წესის თანახმად,ქვეყნის ორივე პალატის გენერალური შტატების დეპუტატებმა,თავიანთი რიგითობის მიხედვით,ყოველი ახალი მეფის წინაშე ფიცი უნდა დადონ და ეს ასეც ხდება,თუმცა ვილემ-ალექსანდერის წინაშე ფიცის დადებაზე იმ 16-მა დეპუტატმა,რომლებიც თავიანთი რესპუბლიკური ხედვებით გამოირჩევიან – უარი განაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ამას ნიდერლანდების სამეფოსათვის ხელი არ შეუშლია ახალი მეფე აერჩია.მისი პირადი ბიოგრაფის – მარკ ვან დერ ლინდენის ცნობის თანახმად,ბავშვობაში ვილემს მეფობა არ სურდა და მიუხედავად იმისა,რომ მუდმივად აკონტროლებდა ხუთი პირადი მცველი,მაინც არაერთხელ ეცადა სამეფო სასახლიდან გაქცევას.მომავალი მეფე,ჰააგაში მდებარე ჩვეულებრივ ლიცეუმში სწავლობდა სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის მქონე ბავშვებთან ერთად.თუმცა გამოირჩეოდა პედაგოგების მიმართ დაუმორჩილებლობითა და დებოშების მოწყობით,რის გამოც იგი გადაგზავნილ იქნა “ატლანტის საზღვაო კოლეჯში”,სადაც ორი წელიწადი ისწავლა და ბაკალავრის ხარისხიც აიღო.მოგვიანებით დაასრულა ლეიდენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.სტაჟირება გაიარა ნიდერლანდების სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და არმიაში.მისი გატაცებებიდან (ძალიან უყვარს მუსიკა) განსაკუთრებით გამოსარჩევია თვითმფრინავებით ფრენა და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ იგი ჩაირიცხა ნიდერლანდების თავდაცვის კოლეჯში,სადაც დაეუფლა კიდეც თვითმფრინავების მართვის ხელოვნებას.მონაწილეობა მიიღო კენიაში განხორციელებულ რამდენიმე საქველმოქმედო მისიაში.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მუშაობდა პილოტად,რა დროსაც ემსახურებოდა ნიდერლანდების მთავრობის წევრებს საზღვარგარეთული ვოიაჟების დროს.ვილემ ალექსანდრე ფლობს ოთხ ენას – ნიდერლანდულს,გერმანულს,ინგლისურსა და ესპანურს.
უნივერსიტეტში სწავლისას,მომავალი ნიდერლანდების სამეფოს მეფე ხვდებოდა რამდენიმე ლათინოამერიკელ გოგონას,რის გამოც ქვეყანაში არ გაკვირვებიათ ის,რომ მისი რჩეული წარმოშობით არგენტინელი გოგონა – მაქსიმა სორეგიეტა ჩერუტი აღმოჩნდა.აქვე მინდა ავღნიშნო რომ,ვილემს ძალიან უყვარდა ლუდი და ერთ-ერთ პაბში პაპარაცებმა იგი ლუდის კათხით ხელში გადაიღეს.ამ ფოტომ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბევრმა მას “ალკოჰოლიკიც” კი უწოდა.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს (1997 წელი),ვილემმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დანანებით განაცხადა: “ძალიან სამწუხაროა,როდესაც გაზეთებში დაბეჭდილ ფოტოს,სადაც მე ლუდის კათხით ხელში ვარ,უფრო დიდი წონა აქვს,ვიდრე იმას,რომ მე ოთხი წელიწადი უმაღლეს სასწავლებელში ვისწავლე”. (ავტორი გენია.ჯი)
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მაქსიმას მამა – ხორხე სორეგიეტა,არგენტინაში გამეფებული ხორხე რაფაელ ვიდელას დიქტატურის დროს,ქვეყნის სახელმწიფო მდივანი იყო.ამ ფაქტმა კი,მის წინააღმდეგ მრავალი ადამიანი განაწყო.თუმცა,მომავალმა მეფემ,თავისი საყვალერი ქალის შესახებ პრინციპულად განაცხადა: “მიჯობს უარი ვთქვა სამეფო გვირგვინზე,ვიდრე – მაქსიმაზე!”
2001 წლის 31 მარტს ბეატრიქსმა საჯაროდ განაცხადა ვილემისა და ულამაზესი მაქსიმას ჯვრისწერის შესახებ. 2002 წლის 2 თებერვალს კი ჩატარდა სამოქალაქო ქორწინების ცერემონია.მათ თანაცხოვრებაში სამი გოგონა შეეძინათ – კატარინა-ამალია,ალექსია და არიანა. 2007 წელს ვილემმა და მაქსიმამ ყველას-და გასაოცრად სახლი შეიძინეს სიღარიბით განთქმულ მოზამბიკის რესპუბლიკაში (აფრიკა).ეს გადაწყვეტილება,როგორც სამეფო ოჯახის წევრების,ისე საზოგადოების მხრიდან მეტად უარყოფითად იქნა შეფასებული,რის გამოც მათ სახლი გაყიდეს.
ვილემ-ალექსანდერი,რომელიც უკანასკნელი 123 წლის მანძილზე პირველი მამაკაცი მეფეა ნიდერლანდების სამეფოს ისტორიაში,ხშირად იღებს მონაწილეობას ჰიდროტექნიკისადმი მიძღვნილ სხვადასხვა სიმპოზიუმებსა და საერთაშორისო კონგრესებში, და ზოგადად,რომ ვთქვათ,აქტიურად არის ჩართული არა მარტო ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში,არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაშიც. (ავტორი გენია.ჯი)