ესპანური ინკვიზიციის “კატეხიზმო” – ნაპოლეონ I ბონაპარტისადმი…
“მითხარი,შვილო ჩემო,ვინ ხარ შენ? - ესპანელი გახლავართ,ღვთის წყალობით.
- რას ნიშნავს შენი სიტყვა? – კეთილ ადამიანს.
- ვინ არის მტერი ჩვენი განცხრომისა? – საფრანგეთის იმპერატორი.
- რამდენი ბუნება აქვს მას? – ორი: ადამიანური და ეშმაკისეული ბუნება.
- რამდენი იმპერატორი ჰყავთ ფრანგებს?
- ერთი,მაგრამ სამგვაროვანი.
- რა ჰქვიათ მათ?
- ნაპოლეონი,მიურატი და მანუელ გოდოი.
- რომელია ყველაზე ბოროტი?
- სამივე ბოროტია თანაბრად.
- რამ შვა ნაპოლეონი?
- ცოდვამ. (ავტორი გენია.ჯი)
- მიურატი რამ შვა?
- ნაპოლეონმა.
- და გოდოი?
- ორივემ ერთად.
- როგორი სული უდგას პირველს?
- ამპარტავანი და თავკერძა.
- მეორეს?
- მტაცებლური და სასტიკი.
- მესამეს?
- უძღები,მოღალატური და უმეცარი.
- ვინ არიან ფრანგები?
- ყოფილი ქრისტიანები,აწ – მწვალებლები.
- განა ცოდვა არ იქნება მათი მოკვდინება?
- არა,მამაო ჩემო,თუ მოკლავ ძაღლ-მწვალებელს,იქნება სასუფეველი მოიპოვო კიდეც.
- რას იმსახურებს ის ესპანელი,რომელიც არ აღასრულებს თავის ვალს?
- მოღალატურ სიკვდილსა და შერცხვენას.
- რა გვიხსნის მტრისაგან?
- ერთმანეთის ნდობა და იარაღი”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული “კატეხიზმო”,ესპანურმა ინკვიზიციამ მას შემდეგ დაწერა,რაც ნაპოლეონმა დაიკავა ესპანეთის სამეფო და ქვეყანაში გააუქმა ინკვიზიტორთა მბრძანებლობა (ცნობისათვის – იოახიმ მიურატი გახლდათ ის ფრანგი მარშალი,რომელიც ტრიუმფით შევიდა მადრიდში,ხოლო – მანუელ გოდოი კი,წარმოადგენდა ესპანელ სახელმწიფო მოღვაწეს და 1792-1808 წლებში ქვეყნის ფაქტიურ მმართველს,რომელმაც მხარი დაუჭირა ნაპოლეონის მიერ განხორციელებულ რეფორმებს). (ავტორი გენია.ჯი)