ფრაზეოლოგია – “ფსიქიატრიის” შესახებ…
1. “ადამიანები ყველაფერს რომ ლაპარაკობდნენ,რასაც ფიქრობენ,ბევრად უფრო მეტი ფსიქიატრიული საავადმყოფო იქნებოდა საჭირო”.
2. “ფსიქიატრია – არა მხოლოდ პროფესიაა,არამედ ხშირად – დიაგნოზიცაა”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “გიჟები ყველგან გვხვდებიან,თუმცა მხოლოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მიიჩნევენ მათ ავადმყოფებად”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “სამყარო სავსეა შეშლილებით; თუკი არ გსურს მათი ყურება,ჩაიკეტეთ სახლში და ჩაამტვრიეთ სარკე”.
5. “მალე საგიჟეები გახდება ნორმალური ადამიანების თავშესაფარი,რადგან მთელი სამყარო საბოლოოდ გადაიქცა იმ შეშლილების სახლად,სადაც ნორმალურ ადამიანებს იდიოტებად თვლიან”.
6. “ნორმალურებია მხოლოდ ის ადამიანები,რომლებსაც ძალიან კარგად და ძალიან ღრმად არ ვიცნობთ”.
7. “თუკი მიიჩნევ,რომ შენს ირგვლივ ყველა ჭკუაზე შეიშალა – აუცილებლად წადი ფსიქიატრთან”.
8.”შიზოფრენია – არის დაავადება,როდესაც ადამიანის შინაგანი ხმა სრულ სუვერენიტეტს აცხადებს”.
9. “რაც უფრო დიდი ინტერესით გისმენთ ფსიქიატრი,მით უფრო ცუდად არის თქვენი საქმე”.
10.”რაც უფო მეტად არის სახურავი აწეული,მით მეტად ქრის ქარი შიგნით”.
11. “ფსიქიატრებისათვის – ყველა ადამიანი არანორმალურია და განკურნება სჭირდება”.
12. “ფსიქოანალიზის მიზანი – მინოტავრის ლაბირინთიდან გამოყვანაა,ხოლო ფსიქიატრიის კი – მისი განადგურება”.
13. “შეშლილები რომ არ არ არსებობდნენ,ნეტავ თავს ვის შევადარებდით?”
14. “ფსიქიატრი თავისი პაციენტისაგან მხოლოდ თეთრი ხალათით განსხვავდება”. (ავტორი გენია.ჯი)
17. “ფსიქიატრია – მენტალობის ქირურგიაა”.