ცნობილი ებრაელების შეხედულებები…
1. ”უმჯობესია გვქონდეს ძლიერი ისრაელის სახელმწიფო,რომელიც მთელ მსოფლიოს სძულს,ვიდრე ვიყოთ ყველასათვის საყვარელი და საბრალო – აუშვიცი”. – მეირ დავიდ კაჰანე (ებრაელი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “იმისათვის,რომ ისრაელში რეალისტი იყო,საოცრებებისაც უნდა გჯეროდეს” – დავიდ ბენ-გურიონი (ისრაელის სახელმწიფოს ის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი,რომლის შესახებ ამბობდნენ: “მიუხედავად იმისა,რომ მას არ სჯეროდა ღმერთის,შესაძლოა ვიფიქროთ,რომ ღმერთს სჯეროდა მისიო”)
* * *
3. “ისრაელის მთელი მიწა – ჩვენია!” – იცხაკ შამირი (ებრაელი პოლიტიკოსი და ქვეყნის რიგით მერვე და მეათე პრემიერ-მინისტრი)
* * *
4. “იერუსალიმი – ისრაელის დედაქალაქია,ის არასოდეს იქნება გაყოფილი და დარჩება კიდეც ისრაელის დედაქალაქად,დედაქალაქად ებრაელი ხალხისა – სამარადჟამოდ!” – ბენიამინ ნეთანიაჰუ (ისრაელის პრემიერ-მინისტრი)
* * *
5. “ჩვენი ერიც ისეთივეა,როგორიც სხვა ერები არიან.ჩვენ არ ვიჩემებთ,რომ გავხდებით სხვებზე უკეთესები!”. – ვლადიმერ ჟაბოტინსკი (“სიონიზმის” ერთ-ერთი იდეოლოგი და ფუძემდებელი)
* * *
6. “იყო ებრაელი აღნიშნავს გრძნობას: სადაც არ უნდა დევნიდნენ და აწამებდნენ ებრაელებს – გდევნიან და გაწამებენ შენ”. – ამოს ოზი (ცნობილი ებრაელი პროზაიკოსი და ჟურნალისტი)
* * *
7. ”ჩვენ გვავიწყდება მთავარი,რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს: თუკი ჩვენს ირგვლივ ყველა ჰუმანიზმზე ლაპარაკობს,ესე იგი ხოცვა-ჟლეტა ახლოვდება.თუკი შენ არა ხარ მზად ძალადობისათვის,მაშინ მსხვერპლად იქცევი.თუკი მზად არა ხარ მოკლა შენი მტერი,ესე იგი მალე თავად მოგკლავენ”. – რობერტ აუმანი (ებრაელი მატემატიკოსი და ნობელიანტი ეკონომიკის დარგში)
* * *
8. “პესიმიზმი – არის ისეთი სახის ფუფუნება,რომელიც არც ერთ ებრაელს არ უნდა გააჩნდეს”. – გოლდა მეიერი (ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუძემდებელი და პრემიერ-მინისტრი)
* * *
9. “ჩვენ 2000 წელი ვლოცულობდით იერუსალიმზე,ახლა კი,დაე,არაბებმა ილოცონ ამდენივე ხანი!” – მოშე დაიანი (ებრაელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.ქვეყნის თავდაცვის მინისტრი “ექვს დღიანი ომის” პერიოდში)
* * *
10. “საკმარისია ვთქვათ,რომ 4 000 წლის მანძილზე ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა,როდესაც ცალკეული ებრაელი თუ ზოგადად ერი შეეჩვენებინოთ და ამის საპასუხოდ ღვთის რისხვა არ მიეღოთ”. – დარეკ პრინსი (საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანელი თარჯიმანი “ბიბლიისა” და თეოლოგი)