სარკოკანიბალიზმი

სარკოკანიბალიზმი – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უკიდურეს და საზარელ რიტუალს,რომელიც თავის თავში გულისხმობს გარდაცვლილი ადამიანის ცხედრით გამოკვებას.რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს,რიგ ხალხებში ეს ამაზრზენი რიტუალი გარდაცლილისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით ხორციელდება.სარკოკანიბალიზმის საშინელი ტრადიცია,საიდუმლოდ,თუმცა მაინც დღემდე გავრცელებულია ახალი გვინეის მელანეზიელებსა და ავსტრალიურ ტომში – ბუშმენებში. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მათი ტომის რომელიმე წევრი გარდაიცვლება,ცხედარს საფლავში ასვენებენ,სადაც მათ ხვდებათ “სპეციალური მესაფლავეები”,რომლებიც ცხედარს ნაწილ-ნაწილ ჩეხავენ,რის შემდეგაც დანაწევრებული ცხედრის ნაწილებს ოჯახის წევრებს ზემოთ აწვდიან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ოჯახის წევრებთან ერთად,სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეები ვალდებულები არიან მონაწილეობა მიიღონ ისეთ “სულის შემძვრელ ტრაპეზში”,სადაც საკვებად გარდაცვლილი ცხედრის დანაწევრებულ სხეულს იყენებენ.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ზემოაღნიშშნული ხალხისათვის სრულებით არ არის გასაკვირი,რომ ვთქვათ შვილმა გარდაცვლილი დედა ან პირიქით,დედამ გარდაცვლილი შვილის ცხედარი შეჭამოს.ასევეა დედმამიშვილების და ნებისმიერი ნათესავების შემთხვევებშიც.ერთადერთი გამონაკლისი ამ საზიზღარი რიტუალისა არის ის, რომ მამა არ ჭამს გარდაცვლილი შვილის ცხედარს და პირიქით,გარდაცვლილი მამის ცხედარს არ “მიირთმევენ შვილები”.როგორც თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით ვგებულობთ,ეს პროცესი მიმდინარეობს საშინელი უსიამოვნების და ძრწოლის ფონზე და მას,როგოც წესი,თან ახლავს პირღებინების ძლიერი შეტევა.ამასთან,აღსანიშნავია ისიც,რომ მათთვის ამ საშინელი წესის აღსრულება გარდაცვლილისადმი ერთგვარი უმაღლესი მოწიწების,სიყვარულისა და ერთგულების აქტად არის მიჩნეული.მიუხედავად ზემოაღნიშნული ქვეყნების ხელისუფლების მიერ შემოღებული უმკაცრესი კანონებისა,მაქსიმალურად აიკრძალოს ქვეყანაში სარკოკანიბალიზმი,ამ რიტუალს ახალი გვინეის მელანეზიელი და ავსტრალიული ბუშმენების ტომების ხალხი მაინც აღასრულებს,თუმცა მეტად გასაიდუმლოებულ პირობებში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>