უილიამ შექსპირი – “სონეტი XVII”

მეც ცოდვილი ვარ… სხვა რა ეთქმის ასეთ საქციელს -

შემყვარებია მეც ჩემივე ზნე და ბუნება;

გულმაც და სულმაც თავის მონად ისე მაქციეს,

რომ ჩემი ცოდვა,მგონი,აღარ განიკურნება.

* * *

ასე მგონია,ამ ქვეყანას სხვა არვინ არგებს,

რომ ძლივს ეღირსა მას სიცოცხლე ჩემი ბადალის,

რომ ღირსეული სადაც სიტყვა მოსწყდება ბაგეს,

ჩემი სიკეთის სახოტბოდ და საქებად არის.

* * *

მაგრამ როდესაც გამექცევა სარკისკენ თვალი

და ვხედავ სახეს,ნამდვილ სახეს,განა ნიღბიანს,

ვხვდები რომ ავი თავპატიჟით ამებნა კვალი

და სადღაც ავცდი ჩემს ცხოვრებას,კარგს და იღბლიანს.

* * *

მე მხოლოდ შენი სილამაზე დამრჩა ხატივით,

მიტომაც მინდა შენ შეგამკო ყველა პატივით.

კომენტარის დატოვება