ფიდელ კასტრო – “ეპიზოდი”
თოთხმეტი წლის ასაკში მყოფმა,მომავალმა კუბის რევოლუციის ლიდერმა,მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა და კომანდანტემ – ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსიმ,მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა – ფრანკლიმ დელანო რუზველტმა,“თეთრ სახლში” პრეზიდენტის სახელზე გაგზავნა წერილი,რომელშიც იგი გულთბილად ულოცავდა ამერიკელ პოლიტიკოსს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების სათავეში ხელახლა არჩევას.წერილის ბოლოს კი,ერთი მოკრძალებული თხოვნა იყო მითითებული.კერძოდ,პატარა ფიდელ კასტრო რუზველტისაგან 10 დოლარიანი კუპიურის გამოგზავნას ითხოვდა.გავიდა რამდენიმე ხანი და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კასტრომ მიიღო საპასუხო ბარათი.აღფრთოვანებულმა ფიდელმა კონვერტი,რომელშიც მისდამი სამადლობელი წერილი იდო,უმალვე გახსნა,თუმცა მის-და სამწუხაროდ ათ დოლარიანი კუპიურა მასში არ აღმოჩნდა… (ავტორი გენია.ჯი)