თემურლენგის „ცბიერი სამხედრო ტაქტიკა”
1398 წელს გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თაღარაის ვაჟმა,მხედართმთავარმა,დიდმა ემირმა და საქართველოს რვაჯერ ამაოხრებელმა – თემურლენგმა (1336-1405 წლები),გადაწყვიტა ინდოეთი დაელაშქრა და დაძრა კიდე თავისი არმია სამხრეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოსაკენ.ნურისტანის პროვინციის განადგურების შემდეგ,მას ქვეყნის დედაქალაქისაკენ მიმავალ გზაზე ინდოელთა უზარმაზარი არმია გადაეღობა.გარდა ინდოელ მებრძოლთა სიმრავლისა,”კოჭლი თემურის” არმიას თავზარი დასცა იმ 120-მა საბრძოლო სპილომაც,რომლებიც ინდური არმიის შემადგენლობაში იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) პანიკაში ჩავარდნილი თემურ-ლენგის მეომრები ბრძოლის ველიდან გაქცევას შეეცადნენ,თუმცა სწორედ ამ დროს გამოავლინა მან კარგი სამხედრო სტრატეგისათვის დამახასიათებელი მეტად ცბიერი თვისებები: დიდმა ემირმა ბრძანა,მათ ლაშქარში მყოფი ყველა აქლემისათვის აეკიდებინათ ადვილად აალებადი ნივთიერებები,ცეცხლი წაეკიდებინათ მათთვის და ისინი პირდაპირ საბრძოლო სპილოებისაკენ დაეძრათ.ბრძანება სისრულეში იქნა მოყვანილი და ინდური არმიისაკენ საშინელი სისწრაფით დაიძრა კიდეც ცეცხლმოკიდებული აქლემების მთელი ქარავნები.საბრძოლო სპილოები,ასეთმა საშინელმა სანახაობამ ძალიან დააფრთხო და გაამძვინვარა.ისინი შეეცადნენ უკან დახევით თავი აერიდებინათ ცეცხლში გახვეული ცხოველებისათვის,რა დროსაც გადათელეს ინდური არმიების რიგები.დაბნეული და შეშინებული ინდოელების დამარცხება კი,შემდგომ თემურლენგს აღარ გასჭირვებია.გამარჯვების შემდგომ,დელის სასულთნოს დედაქალაქში იგი სრული ტრიუმფით შევიდა.მან გადაწვა,გაძარცვა და მიწასთან გაასწორა დელი,ხოლო 100 000 ინდოელი სიკვდილით დასაჯა,იმ მოტივით,რომ ისინი მათ წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი)