სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესიდან…
მოსამართლე: – გთხოვთ,სრულყოფილად დაასახელოთ თქვენი სახელი,გვარი და საქმიანობა.
სადამ ჰუსეინი: – მე არ ვაპირებ დაგქანცოთ ზედმეტი სიტყვებით.მე სრულიად მაკმაყოფილებს თქვენს მიერ ნაწარმოები საქმე.ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენს,დაე ალაჰმა განსაჯოს…
მოს: – დაასახელთ თქვენი სახელი და გვარი… დანარჩენ შეკითხვებზე შემდგომ მოგიწევთ პასუხის გაცემა.
ს.ჰ: – თქვენ მე მიცნობთ.თქვენ ერაყის მოქალაქე ხართ და კარგად უნდა იცოდეთ,ვინა ვარ მე… მე ვინარჩუნებ ჩემს კონსტიტუციურ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას.იცოდეთ,რომ არ გაგცემთ პასუხს ეგრეთ წოდებულ სასამართლოს ისეთ შეკითხვებზე,როგორებიცაა – ვინ ხართ? რას წარმოადგენთ? (ავტორი გენია.ჯი)
მოს: – ჩვენ ერაყის ტრიბუნალი ვართ!
ს.ჰ: – და რა,თქვენ ყველა მოსამართლეები ხართ? (სადამის შეკითხვა ლოგიკას ექვემდებარებოდა,რადგან ამინი კი იყო მოქმედი მოსამართლე,მაგრამ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ ტრიბუნალის სხვა წევრები უცნობი დარჩა)
მოს: – ჩვენ არა ქვაქვს დრო დეტალებში შევიდეთ.შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი განცხადება,როგორიც გენებოთ.
ს.ჰ: – თქვენ,როგორც ერაყის მოქალაქემ,იცით თუ ვინ ვარ და რას წარმოავადგენ.იცოდეთ,რომ არ დავღლილვარ.
მოს: – არსებობს ისეთი ფორმალური შეკითხვები,რომელთაც პასუხი უნდა გასცეთ.ჩვენთვის აუცილებელია თქვენგან მოვისმინოთ თქვენივე სახელის და გვარი.
ს.ჰ: – თქვენ ამიკრძალეთ კალმისა და ფურცლის ქონა,რადგან როგორც ჩანს ქაღალდს შეუძლია შეგაშინოთ.მე არც ერთი თქვენთაგანისათვის ბოროტება არ მსურს.თუმცა სიმართლისა და დიადი ერაყელი ხალხის სახელით,რომელმაც ამირჩია,ამ სასამართლოს პირობებში არც ერთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ.მე ვიტოვებ უფლებებს,როგორც ერაყის პრეზიდენტი.თქვენ იცით ჩემი ხასიათი…
მოს: – ეს პროცედურული შეკითხვებია.
ს.ჰ: – მე არ ვცნობ იმ ჯგუფს,რომელთაც თქვენ უფლებამოსილება მოგანიჭეს.აგრესია,უკანონო აქტი და ზოგადად,რაც აგებულია უკანონობაზე,ესეც უკანონობაა.
მოს: – თქვენ დამხობილი პრეზიდენტი ხართ.
ს.ჰ: – მე ვთქვი,რომ ვარ ერაყის პრეზიდენტი… მე არა ვარ დამხობილი პრეზიდენტი.ძირს მოღალატეები! ძირს ამერიკელები!
მოს: – ერთი სიტყვაც და თქვენ გაგაძევებთ სასამართლო დარბაზიდან!
ს.ჰ: – ეს ტრაგედიაა! მე თქვენი ლიდერი 35 წელიწადი ვიყავი და როგორ შეგიძლიათ გამაძევოთ სასამართლო სხდომიდან?!
მოს: არ დაგავიწყდეთ,მე მოსამართლე ვარ,თქვენ კი,ბრალდებული.ამიტომ ვალდებული ხართ დამემორჩილოთ.
ს.ჰ: – მე სახელმწიფოს მეთაური ვარ.
მოს: – თქვენ იყავით სახელმწიფოს მეთაური,ახლა ბრალდებული ხართ.
ს.ჰ: – სისხლისღვრა,რომელიც ამერიკის საოკუპაციო ხელისუფლებამ მოუტანა ერაყელ ხალხს,მხოლოდ გააძლიერა მათი გადაწყვეტილება,რომ განდევნონ საკუთარი მიწიდან უცხოელები და გაანთავისუფლოს თავისი მიწა…
მოს: – შეწყვიტეთ პოლიტიკური გამოსვლები! ეს სასამართლოა.ჩვენ არანაირი კავშირი არა გვაქვს პოლიტიკასთან.თქვენ უნდა მოგვცეთ ჩვენება.
ს.ჰ: – ჩვენ,დღეს ერთად სწორედ პოლიტიკური გადაწყეტილების გამო ვართ.
მოს: – თქვენ ბრალდებული ხართ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებში.კეთილი ინებეთ და პასუხი გაეცით ამ ბრალდებებს.
ს.ჰ: – დღეს ვის კლავენ ბაღდადში? ნუთუ ისინი უდანაშაულო ადამიანები არ არიან? ნუთუ ისინი ერაყელები არ არიან?.. მარტო გუშინ, 80 ერაყელის ცხედარი იქნა ბაღდადში აღმოჩენილი.ისინი ხომ სრულიად უდანაშაულო ერაყელები იყვნენ?
მოს: – სასამართლო სხდომა გადადის დახურულ რეჟიმში მუშაობაზე… (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდგომ ჟურნალისტები სასამართლო დარბაზიდან დათხოვნილ იქნენ. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი სიკვდილით იქნა დასჯილი…