ლეონარდო და ვინჩი წერდა…
“როგორც არ უნდა გიყვარდეს საქმე,რომელსაც აკეთებ,ალბათ ზიზღი გაიძულებს,რომ შესასწავლი საგნისაგან პირი იბრუნო; და თუ არ ზიზღი,მაშინ შიში შეგიშლის ხელს,როცა ერთ ბნელ ღამეს დანაწევრებული,გატყავებული,საშინელი შესახედაობის გვამების საზოგადოებაში აღმოჩნდები.თუ არც ეს გიშლის ხელს,შესაძლოა ზუსტი ჩანახატების არ არსებობამ დაგაბრკოლოს; თუ ჩანახატსაც მოიპოვებ,შეიძლება პერსპექტივის არცოდნამ იჩინოს თავი.ამ უკანასკნელის დაძლევის შემთხვევაში,შესაძლოა დაგჭირდეს გეომეტრიისა და კუნთების ძალისა და სიმტკიცის გათვლის მეთოდის შესწავლა. და შეიძლება აღარ გეყოს მოთმინება და ვეღარ გააგრძელო ყოველივე ამის გულმოდგინედ ათვისება.ვფლობდი თუ არა მე ყველაფერ ამას? ამაზე პასუხს გაგცემთ ჩემს მიერ შედგენილი 120 წიგნი.ჩემთვის არასოდეს შეუშლია ხელი არც ანგარებას და არც დაუდევრობას; ერთადერთი,რაც ხელს მიშლიდა,ეს იყო დრო.მშვიდობით”. (ავტორი გენია.ჯი)