ულის სიმპსონ გრანტის შესახებ…
ულის სიმპსონ გრანტი (1822-1885 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეს,მხედართმთავარსა და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტს.მისი ნამდვილი სახელი გახლდათ – ჰაირამ ულის გრანტი,თუმცა საიდან გაჩნდა მის სახელსა და გვარში “სიმპსონი”,ისტორიკოსებისათვის დღემდე დაუდგენელია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პოსტში არ შევჩერდები იმაზე,თუ რაოდენ დიდი დამსახურება მიუძღვის მას ამერიკის სამოქალაქო ომის წარმოებასა და მის დასასრულში,თუმცა თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო მის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებაზე,რასაც ზოგადად -” ალკოჰოლკიზმი” ეწოდება.
ამერიკის სამოქალაქო ომის დროს,გენერალი ულის გრანტი მეტად მრავალფეროვანი რეპუტაციით სარგებლობდა.ყველასათვის ცნობილი იყო,მისი ახლო დამოკიდებულება ალკოჰოლური სასმელების მიმართ.მრავალი იტორიკოსი მას “არაჩვეულებრივ ლოთადაც” კი მოიხსენიებდა და მისი ალკოჰოლისადმი დიდ სიყვარულს სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად,თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – აბრაამ ლონკოლნიც აღიარებდა.აბრაამმა ერთ დღეს გრანტის შესახებ განაცხადა კიდეც: “ის იტანჯება ისეთი უნიკალური ალკოჰოლიზმის ფორმით,რომელმაც აქცია კიდეც საუკეთესო საველე მეთაურადო”.
საინტერესოა ის გარემოება,რომ ალკოჰოლის მიღება გენერალ გრანტს ისეთ იდეალურ მხედართმთავრად აქცევდა ხოლმე,რომ შეუცვლელი ხდებოდა ბრძოლის ველზე.იმისათვის,რომ მოიგო სამოქალაქო ომი,საჭიროა ისეთი სარდალი გყავდეს,რომლისთვისაც უცხოა ჯელტმენური და სულგრძელი საქციელები. და სწორედ ასეთი თვისებებით გამოირჩეოდა ბრძოლის ველზე შეზარხოზებული ულის გრანტი.მას ამ თვისებების გამო,ხშირად “უსამართლო გენერლადაც” მოიხსენიებდნენ.იგი მზად იყო ნებისმიერ ფასად მიეღწია გამარჯვებისათვის.ავტორიტეტული ამერიკელი ისტორიკოსების ცნობით,ულის გრანტის სამხედრო წარმატების საიდუმლო გახლდათ ის,რომ გრანტი იყო არა მთვრალი,არამედ მან იცოდა,რომ ის იყო მთვრალი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად გრანტის ალკოჰოლიზმისა,მთავარი ლინკოლნისათვის სამხედრო წარმატება და შედეგი იყო,სწორედ ამიტომ ანდობდა იგი მას ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს.მაშინ,როდესაც წარმატების მოპოვების არანაირი შანსი არ არსებობდა და სხვა გენერლები მის ადგილზე ბრძოლის ველიდან გაიქცეოდნენ,ულისი იმავ წუთს ვისკის რამდენიმე სირჩას გადაკრავდა და მიიღებდა ისეთ გადაწყვეტლებას,რაც გამარჯვების მომტანი ხდებოდა.ამ თვისების გამო გრანტს – “შეგნებულ ალკოჰოლიკს” უწოდებდნენ.ლინკოლნისათვის იგი განიხილებოდა,როგორც ერთადერთი გენერალი,რომელსაც შეეძლო სამხრეთელებს გასწორებოდა.სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდგომ,ულის სიმპსონ გრანტი ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე იქნა არჩეული,თუმცა ალკოჰოლისათვის მას არც ამ პოსტზე არჩევის შემდეგ გაუნებებია თავი.ერთ-ერთი ცნობის თანახმად,ვაშინგტონის ქუჩებში მოძრაობისას,პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების გამო დააკავა (არც მეტი და არც ნაკლები) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – ულის გრანტი,რომელიც ცხენით გადაადგილდებოდა (ზოგიერი წყაროს ცნობით იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ).აღნიშნული საქმე სასამართლომდე მივიდა,რომელმაც იგი ბრალდებულად სცნო ადმინისტრაციული წესის დარღვევაში და დააჯარიმა კიდეც 20 ამერიკული დოლარით.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა,სცადა კომერციული საქმიანობაც,თუმცა წარუმატებლად. 1885 წლის 23 ივლისს ულის სიპსონ გრამტი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.როგორც ერთ-ერთი უდიდესი წვლილის დამდები ამერიკის სამოქალაქო ომის წარმატებით დასრულებაში,მისი პორტრეტი აღბეჭდილ იქნა 50 დოლარიან კუპიურაზე. (ავტორი გენია.ჯი)
გენერალი გრანტი ბრძოლის ველზე