კაკუსი-ბორო – “უხილავი ტატუ”
როგორც ცნობილია,ადამიანმა სხეულის მოხატვა სხვადასხვა პერნამენტული გამოსახულებებით 4 000 ათასი წლის წინათ დაიწყო.ადრეულ ეპოქებში ტატუს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა,რადგან მისი მიხედვით შესაძლებელი იყო დადგენა იმისი,თუ რომელი გვარისა და ტომის წარმომადგენელი გახლდათ ესა თუ ის ადამიანი.(ავტორი გენია.ჯი) საუკუნეების განმავლობაში ტატუს ხელოვნება გავრცელებულ იქნა მრავალი ერის კულტურაში,თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ განსაკუთრებულად საინტერესო განვითარება,მან “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში ჰპოვა.
უძველესი პერიოდიდან იაპონიაში არისტოკრატებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პროფესიად “გეიშა” მიიჩნეოდა.ისინი ძალიან კარგად იყვნენ გარკვეული ტრადიციულ იაპონურ ხელოვნებაში და შეეძლოთ ნებისმიერ საკითხზე ემსჯელათ.გარდა ამისა,შესანიშნავად ფლობდნენ ჩაის დამზადების ცერემონიასა და მკაცრად იცავდნენ მათთვის დადგენილ წესებს.ტრადიციული მაკიაჟისა და ვარცხნილობის მქონე ეროვნულ ტანისამოსში – კომონოებში გამოწყობილი გეიშები ბანკეტებისა და საზეიმო საღამაოების ნამდვილ დიასახლისებად მიიჩნეოდნენ.მათ ფუნქციას დამსწრე საზოგადოების გართობა-გახალისება წარმოადგენდა.იაპონური კულტურის ნაკლებად მცნობი ადამიანების მოსაზრებებით გეიშები მეძავები იყვნენ,თუმცა ცდებიან,რადგან ამ დროს მათ ისინი ფულზე მოსამსახურე – ოირანებში (“ქალები სიამოვნებისათვის”) ერევათ.გეიშებს კი მათგან განსხვავებით,კატეგორიულად ეკრძალებოდათ ფულის გამო სექსუალური მომსახურება.
ტატუირებას გეიშებისათვის განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა.მას შემდეგ,რაც კანონით აიკრძალა შიშველი სხეულის დემონსტრირება იაპონიაში,მათ მასიურად დაიწყეს ფერადი ტატუებით მთელი სხეულის მოხატვა,გარდა კისრის,სახის,ტერფებისა და ხელისგულებისა.მათ მიერ ფერადი საღებავებით მოხატული ტატუები კი,ერთგვარად ქმნიდნენ ტანსაცმლის იმიტაციას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტატუ შეყვარებული გეიშასათვის,ამ ულამაზესი გრძნობის ხუთი დამადასტურებელი თვისებიდან ერთ-ერთი იყო (ცნობისათვის,დანარჩენი ოთხი გახლდათ – მოჭრილი ნეკა თითი,მოკლედ შეჭრილი თმა და ფრჩხილები და სიყვარულისა და ერთგულების დამადასტურებელი წერილობითი ფიცი).
ყველაზე საინტერესო ტატუს სახეობა (არა მარტო იაპონელთათვის),გახლავთ ეგრეთ წოდებული – “კაკუსი-ბორო”,რომელიც გარე თვალისაგან დაფარულია და მოიხსენიებენ,როგორც – “უხილავი ტატუ”.ასეთი იშვიათი სახის ტატუს გასაკეთებლად სპეციალისტები იყენებდნენ ბრინჯის ფხვნილს,რომელიც გეიშების კანს ქვეშ შეჰყავდათ (იკეთებდნენ მამაკაცებიც) და აძლევდნენ ისეთ ფორმებს,როგორსაც კლიენტი შეუკვეთავდა.გარკვეული დროის შემდეგ მათ სხეულზე ჩნდებოდა თეთრი ფერის გამოსახულებები.კაკუსი-ბოროს ხილვა სხეულზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში,თუკი გეიშა მიიღებს ალკოჰოლს (სისხლის მოძრაობა ამ დროს სწრაფი ხდება და ფართოვდება ვენები) ან ცხელი აბანოს მიღების შემდეგ,როდესაც სხეულის ტემპერატურა მომატებულია.ასეთ დროს კაკუსი-ბოროს ტატუ წითელ ფერს იღებს და შესამჩნევი ხდება გარე თვალისათვის.ყველაზე ხშირად,ასეთი სახის ტატუს გეიშები ბეჭებზე იკეთებდნენ და მას ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ ტატუდაც მიიჩნევდნენ.კაკუსი-ბოროს ტატუები იაპონიაში დღემდეა გავრცელებული,თუმცა არა ისე მასიურად,როგორც ეს გეიშების მოღვაწეობის პერიოდებში იყო. (ავტორი გენია.ჯი)