ჰიპერთიმეზია – (ჰიპერთიმეზიული სინდრომი)
ჰიპერთიმეზია – წარმოადგენს ადამიანის განსაკუთრებულ შესაძლებლობას (უნარს) ახსოვდეს,ან მეხსიერებაში აღიდგინოს ძალიან ბევრი და მაღალი რაოდენობის ინფორმაცია საკუთარი ბიოგრაფიიდან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სტატუსი ამ ფენომენალური უნარისა სამედიცინო ტერმილონოგიაში დღემდე არ არის დაფიქსირებული.სხვადასხვა წყაროები – ჰიპერთიმეზიას გამოიყენებენ,როგორც ჰიპერმნეზიის ტერმინის აღმნიშვნელ გაგებად (მომეტებული უნარი ადამიანისა,რომელსაც ძალუძს უამრავი და სხვადასხვა ინფორმაციების დამახოვრება ან მეხშიერებაში აღდგენა უმნიშვნელო დეტალებითაც კი).თუმცა ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული გაგების ტერმინებია.აღნიშნული ტერმინი პირველად 2006 წელს გამოჩნდა.მეცნიერთა ერთი ნაწილის ჰიპოთეზის თანახმად,იმ ადამიანებს,ვისაც “ჰიპერთიმეზიული სინდრომი” შეეყრება,თავიანთი ცხოვრების არანორმალურად დიდ ნაწილს წარსული ცხოვრების გახსენება-განხილვა-გაანალიზებაში ატარებს. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტები ჰიპერთიმეზიის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ.მათ შორისაა – მახსოვრობის გაუმჯობესება ამაღლებული აფექტის მდგომარეობისას,რაც ძირითადად კერძო შემთხვევებად განიხილება ფსიქიატრიულ პრაქტიკაში.ამ დროს,მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები – ჰიპომანია და მანიაკალური სინდრომი.ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს ფსიქოსტიმულატორული საშუალებებით.ჰიპერთიმეზია ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს გონების აღრევასთან,ჰალუცინაციებთან და სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან.გარდა ამისა,არსებობს ეპიზოდური და მდგრადი ჰიპერთიმეზიებიც.
დღესდღეობით ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობს სულ რამდენიმე ათეული ისეთი ადამიანი,რომლებიც “ჰიპერთიმეზიის სინდრომით” არიან დაავადებული.მათ გააჩნიათ ფენომენალური უნარი საკუთარი წარსულის მახსოვრობისა და მაშინ,როდესაც ადამიანთა უმრავლესობას თავიანთი ადრეული პატარაობიდან თითქმის არაფერი ახსოვს,ისინი იხსენებენ ყოველივეს უმცირესი დეტალების ჩათვლითაც კი.ყველაზე ცნობილი ადამიანი,რომელსაც “ჰიპერთემეზიული სინდრომი” შეეყარა,გახლავთ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი – მერილ ჰენერი. 2014 წელს მეცნიერთა მიერ “ჰიპერთიმეზიის სინდრომი”-ს მქონე 50 ადამიანი იქნა გამოვლენილი.მიუხედავად ჩატარებული უამრავი კვლევისა,სპეციალისტებს დღემდე მაინც არა აქვთ დადგენილი ჰიპერთიმეზიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები. (ავტორი გენია.ჯი)