ჰეტერომეტრუს სპინიფერი
ჰეტერომეტრუს სპინიფერი – წარმოადგენს ობობოსნაირთა კლასის უხერხემლო ფეხსახსრიანი ცხოველების – მორიელების ერთ-ერთ სახეობის – Scorpionidae-ს ოჯახის წარმომადგენელს.მათი ფართოდ გავრცელების უმთავრესი არეალებია – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია,განსკუთრებით კი – მალაიზია,ტაილანდი,კამბოჯა და ვიეტნამი.ბინადრობენ ტენიანი კლიმატის მქონე ჯუნგლებში.განსაკუთრებით ეტანებიან ბუჩქების ძირებს,ხის ფესვებს შორის ადგილებსა და მიწის მცირე ზომის ნაპრალებს,რომლებსაც დღის განმავლობაში აფარებენ თავს. (ავტორი გენია.ჯი) ჰეტერომეტრუს სპინიფერის სიგრძე 10-დან 15 სანტიმეტრამდეა.სხეულის შეფერილობა შავი ან ფერმკრთალი-მომწვანო აქვთ.კარგად აქვთ განვითარებული მსხვერპლის დასაჭერი კიდურები.აქტიური ცხოვრების წესს,ისევე როგორც სხვა სახეობის მორიელები,ეწევიან ღამით.ნადირობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს.როგორც ცნობილია,მორიელების საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფექტურია,რის გამოც მათ ყოველდღიური კვება არ ესაჭიროებათ.იშვიათად სვამს წყალსაც.ისინი ძირითადად იკვებებიან ტარაკნებით,კალიებითა და ჭრიჭინებით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჰეტერომეტრუს სპინიფერი არ გახლავთ აგრესიული.მისი ნაკბენი იწვევს საშინელ ტკივილს,თვალების დაავადებასა და თავბრუსხვევას,თუმცა მათი შხამი არ იწვევს ადამიანის სიკვდილს. (ავტორი გენია.ჯი)