გამპრინერ-ზეელე
გამპრინერ-ზეელე – წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში მდებარე ჯუჯა სახელმწიფო – ლიხტენშტეინში მდებარე ერთადერთ ტბას.იგი ჩამოყალიბებულ იქნა არცთუ ისე შორეულ წარსულში,კერძოდ 1927 წელს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – რაინის წყალდიდობის შედეგად,რომელიც თავის მხრივ მიედინება როგორც ლიხტენშტეინის,ასევე გერმანიის,საფრანგეთის,ავსტრიის,შვეიცარიისა და ნიდერლანდების ტერიტორიებზე.გამპრინერ-ზეელე განთავსებულია გამპრინის მუნიციპალიტეტში შემავალი ულამაზესი სოფლის – ბენდერნის ტერიტორიაზე,ზღვის დონიდან 435 მეტრ სიმაღლეზე.ტბის საერთო ფართობია 0,026 კვადრატული კილომეტრი.საშუალო სიღრმე 3 მეტრი,ხოლო მაქსიმალური სიღრმე 6 მეტრია.მისი სანაპიროები მჭიდროდ არის დაფარული უამრავი სხვადასხვა სახეობის მცენარეებით – ბუჩქებით,ხეებითა და ლერწმით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტბის სიახლოვეს დამონტაჟებულ იქნა სპეციალური მილსადენი,რომელიც ტბას კვებავს მტკნარი წყლითა და ჟანგბადით.ლიხტენშტეინის მთავრობა,ქვეყნის ერთადერთ ტბას ძალიან უფრთხიდება და ხშირად წმენდს არა მარტო მის სანაპიროებს,არამედ ფილტრავს თავად წყალსაც.შესაბამისად გამპრინერ-ზეელეს ტბა ძალიან სუფთა წყლით გამოირჩევა,რის გამოც მას B კლასის დონე მიანიჭეს. (ავტორი გენია.ჯი)